სიახლეები

ქეცბიამ წლის საუკეთესო გუნდი დააკომპლექტა

გაუზიარე

უეფას ტრადიციულ გამოკითხვაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, 2013-2014 წლების სეზონის საუკეთესო გუნდი დააკომპლექტა.

მეკარე - მანუელ ნოიერი

ნოიერი ძალიან სტაბილური მეკარეა კლუბშიც კარგად ასპარეზობს და მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ 7 შემხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა, თანაც გერმანელი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ეს ყველაფერზე მეტყველებს.

მცველები - დავიდ ალაბა, მატს ჰუმელსი, ვენსან კომპანი, ფილიპ ლამი

დავიდ ალაბა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ფეხბურთელია. მიმდინარე წელს მან "ბაიერნში" თავი კარგად წარმოაჩინა, რაც ადვილი ნადმვილად არაა და ეს დასაფასებელია.

მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" არც თუ ისე წარმატებული პერიოდი უდგას, მატს ჰუმელსი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გოლები პორტუგალიისა და საფრანგეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ბელგია ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრებია, რაშიც კომპანის დამსახურება საკმაოდ დიდია. ამასთანავე ვინსენტმა "სიტისთან" ერთად ლიგის თასი და პრემიერ ლიგა მოიგო.

"ბაიერნის" მრავალფეროვანი და გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთსო ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე. 2014 წელი მართლაც საუკეთესო იყო მისთვის სანაკრებო კარიერის დასასრულებლად.

ნახევარმცველები - ტონი კროოსი, პოლ პოგბა, არიენ რობენი

მსოფლიო ჩემპიონატზე გაბრწყინების შემდეგ, კროოსმა მადრიდის "რეალშიც" დაიმკვიდრა თავი. მას შესანიშნავი ტექნიკა აქვს, განსაკუთრებით კი, შორეულ დარტყმებსა და პასებში. იგი ტიპიური ცივსისხლიანი ფეხბურთელია.

პოლ პოგბა ჩემს გუნდში ყველაზე ახალგაზრდაა, მან ჩემი ყურადღება ჯერ კიდევ საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშისას მიიქცია. მისი პოტენციალის დანახვა თქვენც შეგიძლიათ.

გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ურთულეს ჯგუფში ჰოლანდიელთა ნაჩვენებმა ბრიწყინვალე შედეგმა ყველა გააოცა. ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი, სწორედ არიენ რობენია. იგი შესანიშნავი დრიბლიორია და ამასთანავე ლიდერის თვისებებითაც გამოირჩევა.

თავდამსხმელები - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ

თანამედროვე ფეხბურთი უამრავი ვარსკვლავითაა შემკული, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კი, მათ შორის ღირსეული ადგილი უკავია. როდესაც ის მოედანზეა უნდა ელოდო გოლს ნებისმიერი პოზიციიდან.

ლიონელ მესისაც და კრიშტიანუ რონალდუსაც მსოფლიო მაშტაბით უამრავი გულშემატკივარი ყავთ, რაც ძალიან ბევრს რამეზე მეტყველებს. ისინი გახდნენ ნამდვილი ლიდერები, რადგანაც თითქმის ყველა თამაშში გოლს იტანენ. ჩემი აზრით, მათი განსაკუთრებული დაპირსპირება კიდევ უფრო ბრწყინვალეს ხდის ორივეს.


მომზადებულია UEFA.COM-ის მიხედვით

სფფ-ს პრესსამსახური