სიახლეები

2015-16 წწ. საკლუბი ლიცენზირების სეზონი დაიწყო

გაუზიარე

სფფ–ის საკლუბო ლიცენზირებისა და მონიტორინგის ადმინისტრაციამ დაიწყო 2015/2016წწ. სალიცენზიო სეზონი და უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს დაუგზავნა სალიცენზიო დოკუმენტაციის პაკეტები.

ამას გარდა, სფფ-ს საშეჯიბრო განყოფილებამ მიმართა პირველი ლიგის კლუბებს, რათა მათ, ვინც გეგმავენ 2015/2016წწ. სეზონში უმაღლეს ლიგაში გადასვლას, სალიცენზიო გრაფიკით დადგენილი საბოლოო ვადაში – ა/წ 10 დეკემბრამდე დაედასტურებინათ სალიცენზიო სეზონში მონაწილეობის სურვილი.

დადასტურებების წერილი მოვიდა შემდეგი კლუბებიდან:
– „საბურთალო“ (თბილისი)
– „მეშახტე“ (ტყიბული)
– „ბორჯომი“
– „საპოვნელა“ (თერჯოლა)
– „ლოკომოტივი“ (თბილისი)
– „ადელი“ (ბათუმი)
– „გაგრა“
პირველი ლიგის კლუბებმა, რომელთაც დადგენილ ვადაში არ დაატასტურეს სალიცენზიო სეზონში მონაწილეობაზე თანხმობა, პირველ ლიგაში წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, ვერ მიიღებენ მონაწილეობას 2015/2016წ. უმაღლესი ლიგის ჩემპიონატში.

სფფ-ის პრესსამსახური