სიახლეები

დინამომ სუპერთასიც მოიგო

გაუზიარე
„დინამო“ თბილისი - „ჩიხურა“ საჩხერე 1-0

გოლი: 91’ ჩისკო („დინამო“ თბილისი)

გაფრთხილება: 49’ ლაშა თოთაძე, 57’ ნიკა ჭანტურია (ორივე „დინამო“ თბილისი)

6 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის „დინამომ“ საქართველოს სუპერთასი მოიპოვა, დაძაბულ ბრძოლაში თბილისელებმა საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხეს. შეხვედრა საკმაოდ ემოციური გამოდგა და მაყურებლებმა ნამდვილად საინტერესო სანახაობა იხილეს. თამაში გარდამავალი უპირატესობითა და ორიმხრივი შეტევებით წარიმართა, მოგება ორივე გუნდს შეეძლო, იმერლებმა პენალტიც კი, გააცუდეს, 57-ე წუთზე ასპროცენტიანი საგოლე შანსი თეიმურაზ ღონღაძემ ვერ გამოიყენა. ამ მომენტის შემდეგ დინამოელებმა უფრო აქტიურად და ორგანიზებულად შეუტიეს, რამაც საბოლოოდ ჯამში შედეგი 91-ე წუთზე გამოიღო, როდესაც მოწინააღმდეგის შეცდომით ჩისკო მუნიოსმა ისარგებლა და საკუთარ პროფესიონალურ კარიერაში უკანასკნელი გოლი გაიტანა. ამ გოლით ესპანელმა ლეგიონერმა დედაქალაქელებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა და კარიერაც მაჟორულ ნოტაზე დაამთავრა. მატჩის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულის დაჯილდოვებამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, თბილისის „დინამომ“ და საჩხერის „ჩიხურამ“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ლეგიონერს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ესპანელთან ერთად დღეს სამსაჯო კარიერა დაასრულეს ალექსანდრე კრიჭაშვილმა, ლევან ვარამიშვილმა, დავით ხარიტონაშვილმა და ჯემალ ბუიშვილმა. ამ მატჩით საფეხბურთო სამყარო ზამთრის შესვენებაზე გადის და სეზონი 2015 წლის თებერვასლში განახლდება. შეგახსნებთ, რომ ზამთრის ჩემპიონიც თბილისის „დინამო“ გახდა, ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბომბარდირი კი, ჯაბა დვალი გახდა. 

მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია:

სოსო ფრუიძე: „პირველ რიგში კახას და თბილისის „დინამოს“ კიდევ ერთ ტიტულს ვულოცავ. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, გუშინაც ვთქვი, რომ ამ შეხვედრაში სრულიად სხვა „დინამო“ იქნებოდა, უფრო ბრძოლისუანრიანი და მობილიზებული. მოგება ჩვენც შეგვეძლო, მაგრამ მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ წარმატებას.“

კახი გოგიჩაიშვილი: „პირველ რიგში მადლობა ბატონ სოსოს, „ჩიხურა“ ძალიან კარგი გუნდია და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ბიჭები ძალიან მონდომებულები იყვნენ და ეს მოტივაცია თამაშზე დადებითად აისახა. ჩემი აზრით, საკმაოდ სანახაობრივი თამაში ვნახეთ, ისეთი როგორიც ფინალებს შეშვენის. რა თქმა უნდა, ცოტათი გაგვიმართლა, მაგრამ ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. მინდა „დინამოსა“ და მის გულშემატკივრებს მივულოცო და იმედი მაქვს ეს გამარჯვება ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარგი მოტივატორი იქნება და მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩისკო“.

პრესკონფერენციის დასასრულს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სოსო ფრუიძეს კითხა თუ რატომ შეასრულა პენალტი თეიმურაზ ღონღაძემ და არა გამოცდილმა პენალტისტმა დავით ოდიკაძემ, რაზეც საჩხრელთა დამრიგებელმა უპასუხა, რომ უკანსკნელ ორ შემთხვევაში როდესაც მის გუნდს პენალტის დარტყმა მოუწია ღონღაძემ სტანდარტი კარგად შეასრულა და დღევანდელი გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ ეს გახლდათ.

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=tcq-kYDpf5I","settings":{"responsive":1,"width":"560","height":"315","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=hVGHEIDzotU","settings":{"responsive":1,"width":"420","height":"315","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



ფოტო/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, www.fcdinamo.ge

სფფ-ს პრესსამსახური