სიახლეები

ჟურნალისტთა საყურადღებოდ

გაუზიარე

11 დეკემბერს "დინამო არენაზე" საქართველოს სუპერთასი გათამაშდება, ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "დინამო" და თასის ფინალისტი საჩხერის "ჩიხურა" დაუპირისპირდებიან. ხვალ კი, "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში 15:30 საათზე სოსო ფრუიძე (საჩხერის "ჩიხურა") და კახი გოგიჩაიშვილი (თბილისის "დინამო") მატჩის წინა პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენციაზევე გაიცემა მატჩის აკრედიტაციები. შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.