სიახლეები

თბილისის დინამო ზამთრის ჩემპიონია

ეროვნული ლიგა
გაუზიარე
„სპარტაკი“ ცხინვალი - „კოლხეთი“ ფოთი 1-2

გოლი: 40’, 77’ დათა სიჭინავა („კოლხეთი), 42’ მერაბ გიგაური („კოლხეთი“)

გაფრთხილება: 65’ ზურაბ თევზაძე, 83’ გიორგი ლემონჯავა (ორივე „კოლხეთი“), 86’ მერაბ გიგაური („სპარტაკი“)

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და პირველი წრის მიწურულს სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორა ფოთი „კოლხეთმა“, ამჯერად ფოთელები „სპარტაკს“ ესტუმრნენ და მინიმალური სხვაობით 1-2 დაამარცხეს საკმაოდ ძლიერი მეტოქე. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა ომენტები ორივე კართან შეიმნა, მაგრამ გადამწყვეტი დათა სიჭინავას შესანიშნავი თამაში აღმოჩნდა და სამი ქულაც მეგრელებმა ჩაიწერეს. ანგარიში მე-40 წუთზე სწორედ ძემოთ ხსენებულმა სიჭინავამ გახსნა, კოლტა შემტევმა საჯარიმო დარტყმით შეძლო გიორგი ნადირაშვილის კარის აღება. გოლიდან ზუსტად ორ წუთში გიგაურის გოლის წყალობით ცხინვალელებმა წონასწორობა აღადგინეს. პირველი ტაიმი ამავე ანგარიშით მიილია. მეორე ნახევარში კვლავ გაგრძელდა ბრძოლა და საბოლოო ჯამში 77-ე წუთზე სიჭინავამ გამარჯვების გოლის გაიტანა, მან ბურთი კუთხურიდან ჩაახვია და მართლაც უზადო გოლი გამოუვიდა. 



„დინამო“ ბათუმი - „შუქურა“ ქობულეთი 0-0

გაფრთხილება: 49’ ბექა ჭკუასელი („დინამო“ ბათუმი), 68’ ზაზა ტუღუში („შუქურა“), 71’ ნიკა მგელაძე, 83’ ირაკლი ჩირიკაშვილი (ორივე „დინამო“ ბათუმი“)

დაძაბული, საინტერესო, მაგრამ უგოლო გამოდგა 20 წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებული აჭარული დერბი. მოგება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ფრე ყველაზე ლოგიკური შედეგი იყო და ასეც მოხდა. არც ბათუმლებს და არც ქობულეთელებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ გოლი გატანა ვერაფრით მოახერხეს, ხან მეკარეები ყოჩაღობდნენ, ხანაც დამრტყმელებს უჭირდათ ხეირიანდ დარტყმა. 



„ჩიხურა“ საჩხერე - „დინამო“ თბილისი 1-0

გოლი: 45’ თორნიკე მუმლაძე („ჩიხურა“)

გაფრთხილება: 40’ ნიკა ჭანტურია, 65’ გიორგი პაპავა (ორივე „დინამო“), 88’ გიორგი ქიმაძე („ჩიხურა“)

ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია თბილისის „დინამომ“, ფაქტია პირველი წრის ბოლო ეტაპზე დინამოელები აშკარად ამოვარდნენ ფორმიდან და სასრუველი შედეგის ჩვენება ძალიან უჭირთ, მათთვის ზამთრის სეზონი 11 დეკემბერს გასამართი სუპერთასის ფინალი იქნება, სადაც მეტოქედ კლავ „ჩიხურა“ ეყოლებათ. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, თბილისლები თასის მეოტხედფინალშიც გავიდნენ და ზამთრის ჩემპიონებიც გახდნენ. რაც შეეხება კონკრეტულად ამ შეხვედრას, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო არც თუ ისე საინტერესო გამოდგა, მაგრამ გუნდებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს სამი ქულისთვის, საბოლოოდ კი, ეს საჩხერლებს გამოუვიდათ. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა, თავური დარტყმით ომარ მიგინეიშვილის კარი თორნიკე მუმლაძემ აიღო. გაშვებული გოლის შემდეგ დედაქალაქელებს რამდენჯერმე ჰქონდათ ანაგრიშის გახსნის შანსი, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე არ ჰყოფნიდათ, ჩისკომ გატანაც მოახერხა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა თამაშგარა დააფიქსირა და გოლიც ანულირდა. ასეა თუ ისეა „დინამო“ მარცხის მიუხედავად ზამთრის ჩემპიონია და წინ სუპერთასის ფინალი ელის. 



„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „დილა“ გორი 2-2

გოლი: 22’ ირაკლი მოდებაძე („დილა“), 33’ შოთა დავლაშელიძე („ვიტ-ჯორჯია“), 56’ გურამ ადამაძე („დილა“), 68’ ლევან საბაძე („ვიტ-ჯორჯია“)

გაფრთხილება: 47’ გიორგი კალანდია, 68’ ლევან საბაძე (ორვე „ვიტ-ჯორჯია“), 71’ გიორგი სეთურიძე („დილა“), 82’ ლუკა თათხაშვილი („ვიტ-ჯორჯია“)

ზამთრის ჩემპიონობის შესანიშნავი შანსი გაანიავა გორის „დილამ“, მოგეხსენებათ „დინამო“ ივანწმინდაში დამარცხდა და მცხეთაში გამარჯვების შემთხვევაში გორელები პირველ ადგილზე გადანაიცვლებდნენ, მაგრამ ვიტელები ბოლომდე იბრძოლეს და მეტოქეს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგინეს. ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა, ირაკლი მოდებაძემ ერისთავის გადაცემის შედეგად მახვილი კუთხიდან მოახერხა გოლის გატანა. გორელთა სიხარული არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა და 31-ე წუთზე შოთა დავლაშელიძემ წონასწორობა აღადგინა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. ქართლელებმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს და 56-ე წუთზე დაწინაურებაც მოახერხეს, ერისთავის საჯარიმოს შემდეგ გადმოვარდნილ ბურთზე ყველას ადამაძემ დაასწრო და შანსი აღარ დაუტოვა ჯონი შეროზიას. გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობას „დილას“ ფეხბურთელები დაეუფლნენ, მაგრამ ვეტერინარებმა გათანაბრება მაინც შეძლეს, 68-ე წუთზე თავური დარტყმით ლევან საბაძემ გაიტანა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს. 



„ტორპედო“ ქუთაისი - „მეტალურგი“ რუსთავი 0-1

გოლი: 89’ გიორგი ქავთარაძე („მეტალურგი“)

გაფრთხილება: 8’ კახაბერ კაკაშვილი („მეტალურგი“), 55’ ალეკო ჩაკვეტაძე, 67 ზურაბ გელაშვილი (ორივე „ტორპედო“)

კვლავ დამარცხდა ქუთაისის „ტორპედო“, შეგახსენებთ, რომ ქუთაისურ კლუბს უკვე ორი თვეა არ მოუგია. ამჯერად ქუთათურებმა „მეტალურგს“ უმასპინძლეს და ბოლო წუთებზე გაშვებული ერთადერთი გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. ზოგადად შეხვედრა არც თუ ისე საინტერესო გამოდგა, მაგრამ ფაქტია რუსთაველებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს და დაკავებული ადგილი შეინარჩუნეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე გავიდა, შეტევის მარცხენა ფლანგზე ბურთი გიორგი ქავთარაძემ მიიღო, რომელმაც ბურთი კარგად დაამუშავა და მეკარისაგან შორეულ დაბალ კუთხეში გადაგზავნა მოჭრილი დარტყმით.



„მერანი“ მარტვილი - „სამტრედია“ სამტრედია 0-0

გაფრთხილება: 35’ დავით კვირკველია („სამტრედია“), 39’ ლაშა ჯღამაია, 50’ კიჭი მელიავა, 86’ დათო წულაია (სამივე „მერანი“)

მიჯრით მოპოვებული გამარჯვებებისა და წაუგებელი სერიის შემდეგ, ზედიზედ სამი ტურია მარტვილელები გამარჯვებას ვერ ახერხებენ. ამჯერად მეგრელებმა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „სამტრედიას“ უმასპინძლეს და გატანალი გოლების გარეშე გაეყარნენ მეტოქეს. აქტიურ თამაშს ორივე გუნდი ცდილობდა, მაგრამ შეტევების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა არაფრით ხერხდებოდა. მოკლედ მნიშვნელოვან შეხვედრაში 3 ქულის აღება ვერცერთმა მოახერხა და მარტვილელები ერთი პოზიციითაც დაქვეითდნენ. 



„გურია“ ლანჩხუთი - „სიონი“ ბოლნისი 0-0

გაფრთხილება: 23’ დავით სირაძე, 47’ დაჩი ფოფხაძე (ორივე „სიონი“), 53’ შოთა გაბრიჭიძე („გურია“), 67’ პაპუნა მოსემღვდლიშვილი („სიონი“)

მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და გასავარდნ ზონაში დაასრულა პირველი წრე ბოლნისის „სიონმა, ქართლელები „გურიას“ ესტუმრნენ და ნულოვანი ფრე ითამაშეს. შეხვედრა ძლიერი ქარის გამო არც თუ ისე საინტერესო გამოდგა, მაგრამ მოგება ორივე გუნდს შეეძლო ბოლნისელებმა სულაც პენალტი ვერ გამოიყენეს, გოლის გატანის 100 პროცენტიანი შანსი გიორგი ცხადაიამ ვერ გამოიყენა, თანაც შეხვედრის 84-ე წუთზე. 



„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 0-0

გაფრთხილება: 71’ რენე ფერეირა, 74’ თორნიკე გრიგალაშვილი, 82’ ლაშა გვალია (სამივე „ზესტაფონი“)

კვლავ ვერ იმარჯვა და უმაღლესი ლიგის პირველ წრეს ბოლო ადგილზე ასრულებს ზუგდიდის „ზუგდიდი“, მე-15 ტურში ზუგდიდელებმა „ზესტაფონს“ უმასპინძლეს და ზედიზედ მეორე ფრე ითამაშეს, ალბათ ეს იყო შეხვედრის ყველაზე ლოგიკური შედეგი. ტერიტორიულ უპირატესობას იმერლები ფლობდნენ, მასპინძლები კი, ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობდნენ. ბოლნისელების მსგავსად პენალტი მეგრელებმაც გააცუდეს, 73-ე წუთზე შოთა ლომიას დარტყმული ბოიან პავლოვიჩმა მოიგერია. 



აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„ჩიხურა“ საჩხერე - „დინამო“ თბილისი
„ტორპედო“ ქუთაისი - „მეტალურგი“ რუსთავი
„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი
„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „დილა“ გორი
„გურია“ ლანჩხუთი - „სიონი“ ბოლნისი

ფოტო/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი, www.fcdinamo.ge, www.fcdila.ge, www.fctorpedo.ge, www.fczestafoni.ge, www.fcspartak.ge, www.facebook.com/OFFICIALPAGEFCSAMTREDIA

სფფ-ის პრესსამსახური