სიახლეები

აჭარული დერბი და ზამთრის ჩემპიონის მოლოდინში

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

უქმეებზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასკვნითი, მე-15, ტურის შეხვედრები გაიმართება. ზამთრის ჩემპიონი ჯერაც არ გარკვეულა, ლიდერს და მეორე ადგილოსანს შორის სხვაობა კი, მხოლოდ ორი ქულაა. ეს ყველაფერი კი, ქმნის იმის წინა პირობას, რომ წინ დაძაბული თამაშები გველის. ცენტრალურ დაპირისპირებათ „ჩიხურა“ – „დინამოა“ მიჩნეული, მაგრამ არანაკლებ ინტერესს იწვევს აჭარული დერბიც, რომელსაც ქობულეთი უმასპინძლებს. საჩხერულ-თბილისური დაპირიპირება ბოლო წლებში ნამდვილად კარგი საყურებელია და იმედი გაქვსვ არც ამჯერად იქნება გამონაკლისი. მოგეხსენებათ, რომ იმერლები შინაურ კედლებში დაუმარცხებლად ასპარეზობენ, თბილისელებს კი, ზამთრის ჩემპიონობის გასანაღდებლად უთუო გამარჯვება სჭირდებათ, დამეთანხმებით ეს კიდევ ერთი ძალიან კარგი მიზეზია იმისთვის, რომ გულშემატკივრებმა კარგი სანახაობა იხილონ. რაც შეეხება, აჭარულ დერბის, ამ გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ სულ ორჯერ ითამაშეს (ერთხელ ბათუმლებმა იმარჯვეს, ერთხელაც ქობულეთლებმა) 1993-1994 წლების სეზონში, 10 წლიანი პაუზის შემდეგ კი, 2014 წლის 7 დეკემბერს ისინი კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამ მატჩისთვის ორივე ქობულეთელი და ბათუმელი გულშემატკივრები განსაკუთრებით ემზადებიან და სავარაუდოა, რომ სტადიონზე ანშლაგი იქნება, მოკლედ წინ საინტერესო შეხვედრაა და იმედი გაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის. დაძაბული უნდა გამოდგეს „ტორპედო“ – „მეტალურგიც“, ბოლო დროს ქუთათურებს მძიმე დრო უდგათ და უკვე ორი თვეა უმაღლეს ლიგაში თამაში არ მოუგიათ, ამ პერიოდში მათ რვა შეხვედრა გამართეს, საიდანაც ხუთი ფრედ ითამაშეს და სამი წააგეს, მიუხედავად ყველაფრისა ისინი ალბათ შეეცდებიან პირველი წრე მოგებით ჩაამთავრონ და ხასიათიც შედარებით გამოიკეთონ. რაც შეეხებათ რუსთაველებს, მიუხედავად მწვავე ფინანსური კრიზისა ეს გუნდი ყველას გაოცებას განაგრძობს და ახერხებს იმას, რომ პირველ წრეს მოწინავეთა რიგებში ასრულებს. ზამთრის ჩემპიონობის მერეო პრეტენდენტი „დილა“, მცხეთაში „ვიტ-ჯორჯიას“ ეწვევა, გორელთა ჩემპიონობა, საკუთარ დადებით შედეგთან ერთად „ჩიხურა“ – „დინამოს“ მატჩზეცაა დამოკიდებული. მნიშვნელოვან შეხვედრაში ქართლელებს დისკვალიფიკაციის გამო დავით ხურცილავა და ლუკა რაზმაძე დააკლდებიან, სამაგიეროდ დისკვალიფიკაციის ვადა ამოწურა და სათამაშოდ მზადაა გუდნის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე კვახაძე. 


„დინამო“ ბათუმი - „შუქურა“ ქობულეთი

6 დეკემბერი, ქობულეთი, "ჩელე არენა", 14:00

მსაჯები: ბ.ნინუა, ზ.ბერულავა, ი.მაჩიტიძე, გ.დოგრაშვილი (სათადარიგო)


„სპარტაკი“ ცხინვალი - „კოლხეთი“ ფოთი 

6 დეკემბერი, თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 14:00

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, დ.ჩიგოგიძე, დ.გაბისონია, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლუკა გუგუჩია, ომარ გოგონაია (ორივე "კოლხეთი")


„ჩიხურა“ საჩხერე - „დინამო“ თბილისი 

7 დეკემბერი, ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 14:00

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ი.უკლება, გ.კიკაჩეიშვილი (1 დამ.ასისტენტი), ი.კვირიკაშვილი (2 დამ.ასისტენტი), ა.ბასლეჰლო (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა"), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო" თბილი


„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „დილა“ გორი 

7 დეკემბერი, მცხეთა, "მცხეთა პარკი", 14:00

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ზ.მენთეშაშვილი, ს.სპიცინი, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლუკა რაზმაძე, დავით ხურცილავა (ორივე"დილა")


„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 

7 დეკემბერი, ზუგდიდი, "ბაიას" ბაზა, 14:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ლ.თოდრია, გ.ჩიგოგიძე, დ.სანოძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლაშა ღონღაძე ("ზუგდიდი"), ლევან შარიქაძე ("ზესტაფონი")


„მერანი“ მარტვილი - „სამტრედია“ სამტრედია

7 დეკემბერი, ზესტაფონი, "დავით აბაშიძე", 14:00

მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ლ.ვარამიშვილი, გ.ელიკაშვილი, მ.ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ვაჟა ლომაშვილი ("მერანი"), გიორგი დათუნაიშვილი ("სამტრედია")


„ტორპედო“ ქუთაისი - „მეტალურგი“ რუსთავი 

7 დეკემბერი, ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი, 14:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით

მსაჯები: ლ.კვარაცხელია, ზ.ფიფია, ზვ.ერქვანია, ჯ.ხორავა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: შოთა ბაბუნაშვილი ("ტორპედო")


„გურია“ ლანჩხუთი - „სიონი“ ბოლნისი 

7 დეკემბერი, ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 14:00

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, დ.კვეტენაძე, დ.კურტანიძე, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ირაკლი სამხარაძე, დავით სვანიძე (ორივე "სიონი")


სფფ-ს პრესსამსახური