სიახლეები

მე-14 ტურის ანონსი

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

კვირას საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის მატჩები გაიმართება, ცენტრალურ დაპირისპირებას სამტრედია უმასპინძლებს. „ეროსი მანჯგალაძე“ იმერულ დერბის უმასპინძლებს, ადგილობრივი „სამტრედიას“ მეტოქე საჩხერის „ჩიხურა“ იქნება. გარდა იმისა, რომ ამ ორი გუნდის დაპირისპირება დერბია და ეს უკვე სძენს მატჩს განსაკუთრებულ სტატუსს, შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, კლუბებს შორის განსხვავება მხოლოდ ორი ქულაა. დისკვალიფიკაციის გამო ორივე გუნდს საჭირო ფეხბურელები დააკლდებიან, ზაზა ზამთარაძეს ლევან კაკუბავა არ ეყოლება, სოსო ფრუიძეს კი, ბესიკ დეკანოიძე. ჩვენი აზრით, დაძაბული უნდა გამოდგეს „ზესტაფონისა“ და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირებაც, ზესტაფონლები ევრო საგზურისთვის იბრძვიან და ამიტომ მათთვის თითეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ბათუმელები კი, ბოლო დროს მშვენივრად ასპარეზობენ ეროვნულ ჩემპიონატში და ნებისმიერი მეტოქისთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებიან. მართალია მიმდინარე სეზონში ვერც „კოლხეთი“ და ვერც „ვიტ-ჯორჯია“ სახარბიელოდ ვერ ასპარეზობენ, მაგრამ ჩემპიონატში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მატჩი უდავოდ დაძაბული იქნება, ორივე გუნდისთვის თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. დარჩენილ ხუთ შეხვედრასაც აქვს გარკვეული ინტრიგა და იმედი გაქვს თითოეული მათგანი გულშემატკივართა მოლოდისნ გაამართლებს.


„დილა“ გორი - „მერანი“ მარტვილი

30 ნოემბერი, გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 14:00

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ბ.ჭიჭინაძე, დ.გაბისონია, ბ.ნინუა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ალქესანდრე კვახაძე, ლუკა რაზმაძე, თენგო წიქარიძე (სამივე "დილა)


„სამტრედია“ სამტრედია - „ჩიხურა“ საჩხერე 

30 ნოემბერი, სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 14:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ზ,ფიფია, ზვ.ერქვანია, ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.დოგრაშვილი (2 დამ.ასისტენტი), გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლევან კაკუბავა ("სამტრედია"), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა")


„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „დინამო“ ბათუმი

30 ნოემბერი, ზესტაფონი, "დავით აბაშიძე", 14:00

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, დ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: მიხელ სარდალშვილი ("ზესტაფონი")


„მეტალურგი“ რუსთავი - „სპარტაკი“ ცხინვალი

30 ნოემბერი, რუსთავი, "ფოლადი, 14:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ლ.თოდრიამ ა.კოკაია, ა.ბასლეჰლო (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: დავით მაისაშვილი ("სპარტაკი")


„შუქურა“ ქობულეთი - „ტორპედო“ ქუთაისი

30 ნოემბერი, ქობულეთი, "ჩელე არენა", 14:00

მსაჯები: ხ.გაგნიძე, გ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლევან კუტალია, გიორგი ჩელებაძე (ორივე "შუქურა")


„კოლხეთი“ ფოთი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი

30 ნოემბერი, ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 14:00

მსაჯები: ი.კვირიკაშვილი, ი.უკლება, ი.მაჩიტიძე, დ.სანოძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ვალიკო გახარია ("ვიტ-ჯორჯია")


„სიონი“ ბოლნისი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი

30 ნოემბერი, თბილისი, "მიხეილ მესხი", 14:00

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ს.სპიცინი, ა.კრიჭაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: დავით სვანიძე ("სიონი"), დათა რიგვავა ("ზუგდიდი")


„დინამო“ თბილისი - „გურია“ ლანჩხუთი

30 ნოემბერი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 15:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ლ.ვარამიშვილი, ზ.ბერულავა, ლ.კვარაცხელია (სათადარიგო)


სფფ-ს პრესსსამსახური