სიახლეები

სფფ-ის სტიუარტების შერჩევის პროგრამა

გაუზიარე

მომავალი წლის დატვირთულ საფეხბურთო სეზონთან და უეფას 2015 წლის სუპერთასის თბილისში ჩატარებასტან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს Steward - ების შერჩევა-გადამზადების პროცესს, რაც ითვალისწინებს სემინარებს, პრაქტიკულ სამუშაოებს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში და პრაქტიკულ ტესტს უეფას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში გერმანიის ნაკრებთან.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება სააპლიკაციო ფორმის შევსება-გადმოგზავნისა და შემდგომი ზეპირი გასაუბრების შედეგად.
დაინტერესებულ პირებს, შევსებული აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით (იხილეთ მიბმული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected], არაუგვიანეს 2015 წლის 16 იანვრამდე.

სააპლიკაციო ფორმა