სიახლეები

ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია

გაუზიარე

25-26 ნოემბერს საქართველოს დავით ყიფიანის თასის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა და მეოთხედფინალში მონაწილე ყველა გუნდი გაირკვა. მერვერდფინალური დაპირიპირებები დრამატული, უხვგოლიანი და რაც მთავარია საინტერესო გამოდგა. ზოგიერთი წყვილის ბედი პირველივე შეხედრაში გადაწყდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ბრძოლა მეორე მატჩებშიც გაგრძელდა. ბათუმის „დინამოსა“ და „სამტრედიას“ პირველი თამაშიდან გამომდინარეც გულშემატკივრებმა ყველაფერი გადაწყვეტილად ჩათვალეს, მაგრამ იმერლები არ დანებდნენ და მშობლიურ კედლებში 3-0 დაამარცხეს მეტოქე, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სრულიად საკმარისი იყო. გოლები ბეჭვაიამ, კვირკველიამ და დათუნაიშვილმა გაიტანეს. პირველი მატჩის მსგავსად კვლავ ფრედ ითამაშა „დილამ“, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით მერვედფინალში გორელებიც ითამაშებენ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თბილისის „დინამოსა“ და „შუქურას“ დასპირსპირება გახლდათ, ქობულეთური თამაში 1-1 მორჩა, რაც უპირატესობას დინამოელებს აძლევდათ. აჭარლებმა ყველაფერი გააკეთეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, დავით ხოჭოლავას გოლის წყალობით იგედნენ კიდეც თბილისურ შეხვედრას, მაგრამ სათამაშო კლასმა მაინც თავისი ქნა და თბილისელებმა შეხვედრის ბოლო 6 წუთეულში 3 გოლი გაუტანეს მეტოქეს. უხვგოლიანი გამოდგა „ვიტ-ჯორჯია“ – „სიონის“ განმეორებითი შეხვედრა, გუნდებმა ერთმანეთს სამ-სამი გოლი გაუტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თასისთვის ბრძოლას ვიტელები გააგრძელებენ. როგორ გასაკვირიც არ უნდა იყოს იმერული დერბის ორივე შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, რომლის ავტორიც თეიმურაზ ღონღაძეა და რომლის წყალობითაც შემდეგ ეტაპზე „ჩიხურა“. ითამაშებს. ზემო აღნიშნული გუნდების გარდა დავით ყიფიანის სახელობის მეოთხედფინალში ასევე ითამაშებენ: რუსთავის „მეტალურგი“, ქუთაისის „ტორპედო“ და ცხინვალის „სპარტაკი“. მერვედფინალში გუნდები კენჭისყრის შემდეგ დაწყვილდებიან, რის შესახებაც მოგვიანებით მოგახსენებთ. აღსანიშნავია, რომ 25-26 ნოემბერს გამართული ყველა შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის სოლიდარობით დაიწყო და აღნიშნულ მატჩებში მონაწილე თითოეულმა გუნდმა სპეციალურ ბანერთანაც გადაიღო ფოტო. 

აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„დინამო“ თბილისი - „შუქურა“ ქობულეთი
„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „ჩიხურა“ საჩხერე
„ტორპედო“ ქუთაისი - „მერანი“ მარტვილი
„კოლხეთი“ ფოთი - „დილა“ გორი

ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fczestafoni.ge, www.fctorpedo.ge, www.fcdila.ge

სფფ-ს პრესსამსახური