სიახლეები

დაძაბული განმეორებითების მოლოდინში

გაუზიარე

25-26 ნოემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართება. პირველმა შეხვედრებმა რამდენიმე წყვილის ფავორიტი გამოკვეთა, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევებში სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი. როგორც ხედავთ თამაშები ორ დღეზეა გადანაწილებული, პირველ სათამაშო დღს ორი მატჩი გაიმართება, 26 ნოემბერს კი, დანარჩენი ექვსი. ყველაზე დიდი ინტერესს სამი შეხვედრა იწვევს „დინამო“ თბილისი – „შუქურა“, „ზესტაფონი“ – „ჩიხურა“ და „კოლხეთი“ – „დილა“.  აჭარულ-თბილისური წყვილის პირველი დაპირისპირება, ქობულეთში გაიმართა და ფრედ 1-1 დასრულდა, ანგარიშიდან გამომდინარე, შემდეგ ეტაპზე გასვლის უკეთესი შანსი დინამოელებს აქვთ, მაგრამ უშანსოდ არც მათი სტუმრები ითვლებიან, რაც არ უნდა იყოს ზეგ, „დინამო არენა“ საინტერესო თამაში და დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი. იმერულ დერბის ამჯერად უკვე თასზეც ვიხილავთ, ამ წყვილის პირველი თამაში ივანწმინდაში იყო და მეტოქეები უგოლო ფრით დაშორდნენ ერთმანეთს. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ეს ორი გუნდი ერთმანეთს დავით ყიფიანის თასზე უპირისპირდებიან, ისე კი, წლევანდელ სეზონში მათ უკვე ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ უმაღლეს ლიგაში და დაძაბული შეხვედრა საჩხერელთა გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება „კოლხეთი“ - „დილას“ თამაშს, აქაც ისევე როგორც პირველი ორი შემტხვევაში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. მართალია კოლხები არც თუ ისე სახარბიელო ფორმაში არიან და გორელები კი, პირიქით შესანიშნავად ასპარეზობენ მიმდინარე სეზონში, მაგრამ ფოთელებმა პირველ შეხვედრაში დაამტკიცეს, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება და დარწმუნებულები ვართ, ამის გაკეტებას მომავალ შეხვედრაშიც შეეცდებიან, მოკლედ იმედი გვაქვს ორივე გუნდის გულშემატკივრები კარგ მატჩს იხილავენ.


„სიონი“ ბოლნისი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი

პირველი შეხვედრა: 0-1

25 ნოემბერი, გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 13:30

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ლ.ვარამიშვილი, გ.ელიკაშვილი, ა.ბასლეჰლო (სათადარიგო)


„სამტრედია“ სამტრედია - „დინამო“ ბათუმი

პირველი შეხვედრა: 1-4

25 ნოემბერი, სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“, 13:30

მსაჯები: ლ.კვარაცხელია, ზვ.ერქვანია, ზ.ბერულავა, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)


„კოლხეთი“ ფოთი - „დილა“ გორი

პირველი შეხვედრა: 0-0 

26 ნოემბერი, ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე, 13:30

მსაჯები: ბ.ნინუა, ზ.ფიფია, ი.უკლება, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)


„დინამო“ თბილისი - „შუქურა“ ქობულეთი

პირველი შეხვედრა: 1-1

26 ნოემბერი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, 15:00

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ზ.ჭიჭინაძე, ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ხ.გაგნიძე (2 დამ.ასისტენტი), ლ.სილაგავა (სათადარიგო)


„საპოვნელა“ თერჯოლა - „სპარტაკი“ ცხინვალი

პირველი შეხვედრა: 0-3

26 ნოემბერი, თერჯოლა, ცენტრალური სტადიონი, 13:30

მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი, გ.ჩიგოგიძე, ა.კოკაია, ჯ.ხორავა (სათადარიგო)


„ტორპედო“ ქუთაისი - „მერანი“ მარტვილი

პირველი შეხვედრა: 3-0

26 ნოემბერი, ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი, 13:30

მსაჯები: დ.სანოძე, დ.ჩიგოგიძე, ა.ჟივიძე, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)


„მეტალურგი“ რუსთავი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი

პირველი შეხვედრა: 2-0

26 ნოემბერი, რუსთავი, „ფოლადი“, 13:30

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, კ.სადილიანი, ი.კაკაბაძე, გ.ყრუაშვილი (სათადარიგო)


„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „ჩიხურა“ საჩხერე

პირველი შეხვედრა: 0-0 

26 ნოემბერი, ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“, 13:30

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, ლ.თოდრია, ი.მაჩიტიძე, გ.დოგრაშვილი (სათადარიგო)


სფფ-ს პრესსამსახური