24 ნოემბერი, 2014. 15:00 საათიდან
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“
დღეს, 24 ნოემბერს, დღის 15:00 საათიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, სადაც გაიმართება უეფას 2015 წლის სუპერთასის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე; ქალაქ თბილისის მერი - დავით ნარმანია და მერიის წარმომადგენლები; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე; თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
მხარეები გააფორმებენ ორმხრივ და სამმხრივ ხელშეკრულებებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია