სიახლეები

იმერული დერბი ქუთაისში

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

სანაკრებო პაუზის შემდეგ ხვალ უმაღლესი ლიგა განახლდება. მე-13 ტურში გულშემატკივრებს რამდენიმე გამოურჩელი შეხვედრა ელით. ცენტრალურ დაპირიპირებად ქუთაისში გასამრთი იმერული დერბი ითვლება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „ტორპედო“ და ზესტაფონის „ზესტაფონი“ დაუპირისპირდებიან. ბოლო პერიოდში ქუთათურები არც თუ ისე დამაჯერებლად ასპარეზობენ, ზესტაფონლები კი პირიქით, ბოლო ორი ტურია მათ საგრძნობლად გამოსწორეს თამაში და ზედიზედ ორი გამარჯვებაც იზეიმეს. ჩვენი აზრით, ასევე საყურადღებოა უშუალო კონკურენტების „დილასა“ და „სამტრედიას“ თამაში, გუნდებს ერთნაირი ქულები აქვთ და მე-2, მე-3 ადგილებს იყოფენ. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. ასევე საინტერესო უნდა იყოს ა სეზონში შესანიშნავად მოთამაშე და ბოლო დროს ლიდერებს შორის გარეული მარტვილელების თამაშიც, „მერანი“ სამტრედიაში „კოლხეთს“ უმასპინძლებს და ერთგვარი მეგრული დერბი შედგება. იმედი გვაქვს ტურის დარჩენილ შეხვედრებშიც გუნდებს თავს არ დაზოგავენ და მათ გულშემატკვირებს ლამაზ თამაშს აჩუქებენ. 


„დილა“ გორი - „სამტრედია“ სამტრედია 

21 ნოემბერი, გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 14:00, უმაყურებლოდ

მსაჯები: მარკო ბორგი, ინგმარ სპიტერი, ედვარდ სპიტერი (სამივე მალტა), გიორგი ყრუაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლუკა რაზმაძე, ალექსანდრე კვახაძე (ორივე "დილა") 


„დინამო“ ბათუმი - „სიონი“ ბოლნისი

21 ნოემბერი, ქობულეთი, "ჩელე არენა", 14:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ბ.ჭიჭინაძე, დ.კვეტენაძე, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)


„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „მეტალურგი“ რუსთავი

21 ნოემბერი, მცხეთა, "მცხეთა პარკი", 14:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ზ.მენთეშაშვილი, დ.გაბისონია, ბ.ნინუა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ირაკლი ღიბრაძე, მათე კვირკვია (ორივე "ვიტ-ჯორჯია"), კონსტანტინე ხიზანეიშვილი ("მეტალურგი")


„მერანი“ მარტვილი - „კოლხეთი“ ხობი

21 ნოემბერი, სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე, 14:00

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ლ.თოდრია, ს.სპიცინი, ა.ბასლეჰლო (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: შოთა ჯიქია ("კოლხეთი")


„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „დინამო’ თბილისი 

ზუგდიდი, "ბაიას" ბაზა, 14:00

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, დ.ჩიგოგიძე, ი.მაჩიტიძე, გ.კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)


„ტორპედო“ ქუთაისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი

ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი, 14:00

მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ლ.ვარამიშვილი, ი.უკლება, ა.კრიჭაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ხ.გაგნიძე (2 დამ.ასისტენტი), დ.სანოძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ვალერი აბრამიძე ("ტორპედო")


„სპარტაკი“ ცხინვალი - „შუქურა“ ქობულეთი

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 14:00

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ზ.ფიფია, ზ.ბერულავა, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვაიფიკაცია: ლევან კუტალია ("შუქურა")


„გურია“ ლანჩხუთი - „ჩიხურა“ საჩხერე

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე" 14:00

მსაჯები: ლ.კვარაცხელია, გ.ჩიგოგიძე, ზვ.ერქვანია, ი.კვირიკაშვილი (სათადარიგო) 

დისკვალიფიკაცია: დენის დობროვოლსკი ("ჩიხურა")


სფფ-ს პრესსამსახური