სიახლეები

„დინამო“ თბილისის „ოქროს ბიჭების“ თაობა - გამარჯვების 50 წლის იუბილე

გაუზიარე

ზუსტად 50 წლის წინ, თბილისის „დინამო“ პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1964 წლის 18 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ტაშკენტში, მოსკოვის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და 4:1 გაიმარჯვა. საქართველოსთვის ეს დიდი გამარჯვება იყო და ჩვენმა სამშობლომ ღირსეულად იზეიმა ეს წარმატება.

ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა.

19 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მოეწყობა პუბლიცისტ დემიკო ლოლაძის ახალი წიგნის - „ქართული ფეხბურთის დიდგორი“ - პრეზენტაცია, რომელიც 1964 წლის დიდ გამარჯვებას ეძღვნება.

15:00 საათზე კი, „მიხეილ მესხის“ სტადიონის ცენტრალურ შესასვლელში გაიმართება ლეგენდარული მიხეილ მესხის ქანდაკების საზეიმო გახსნა, რომელიც ამიერიდან სტადიონის სიმბოლო გახდება და მართლაც რომ დაამშვენებს ამ არენას. ქანდაკების ავტორი მოქანდაკე გოგი შხვაცაბაია გახლავთ, რომელმაც სფფ-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. ქანდაკება ბრინჯაოშია ჩამოსხმული და გრანიტის კვარცხლბეკზე დგას. ნამუშევრის სიმაღლე 4 მეტრია. ქანდაკების გახსნის შემდეგ, ყველა მსურველს შეუძლია მისი ნახვა.

 

სფფ-ის პრესსამსახური