სიახლეები

ეროვნული პოლონეთთან დამარცხდა

სფფ
გაუზიარე

საქართველო - პოლონეთი 0-4

14 ნოემბერი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინმო არენა"

საქართველო: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე, სოლომონ კვირკველია, გურამ კაშია, გია გრიგალავა, აკაკი ხუბუტია, ჯაბა კანკავა (კ), მურთაზ დაუშვილი, ჯანო ანანიძე (თორნიკე ოქრიაშვილი, 59), ალექსანდრე კობახიძე (ნიკა ძალამიძე, 88), ლევან მჭედლიძე (გიორგი ჭანტურია, 68).

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

პოლონეთი: ვოიცეხ შჩესნი, არტურ იედრჟეიჩიკი, ლუკაშ შუკალა, არკადიუს მილიკი, გჟეჟოგ კრუშოვიაკი, რობერტ ლევანდოვსკი (კ), კამილ გროსიცკი (მაციე რიბუსი, 69), კამილ გლიკი, კრიჟსტოფი მაჩინსკი (ტომაშ იედლოვიეცი, 65), სებასტიან მილა (კეროლ ლინეტი, 87), ლუკაშ პიშჩეკი.

მთავრი მწვრთნელი: ადამ ნავალკა

გოლი: 51' კამილ გლიკი, 71' გჟეჟოგ კრუჩოვიაკი, 73' სებასტიან მილა, 90' არკადიუს მილიკი (ყველა პოლონეთი)

გაფრთხილება: 56' უჩა ლობჟანიძე (საქართველო), 79' არტურ იედრეჟჩიკი, 83' ტომაშ იედლოვიეცი, 90' კეროლ ლინეტი (სამივე პოლონეთი)

მორიგი წარუმატებელი მატჩი გამართა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ამჯერად ჩვენმა გუნდმა პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და შეხვედრა სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით 0-4 დასრულდა. ჩვენმა გუნდმა პირველი ნახევარი კარგად ჩატარა, ბიჭებმა რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა ვერაფრით მოახრხეს. რა თქმა უნდა, მომენტები პოლონელებსაც ჰქოდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევარში აბსოლიტურ უპირატესობას "თეთრი არწივები" დაეუფლნენ და ეს ანგარშშიც ასახეს, მათ ანგარიში 51' წუთზე გახსნენს, სტანდარტის შედეგად გოლი კამილ გლიკმა გაგვიტანა. გატანილმა გოლმა პოლონელები უფრო გააქტიურა და მატჩის უკანასკნელ 20 წუთში მათ კიდევ სამჯერ აიღეს გიორგი ლორია კარი. 71-ე წუთზე გჟეჟოგ კრუჩოვიაკმა გაზარდა სხვობა ორამდე, 73-ეზე კი, სებასტიან მილამაც შეძლო საკუთარი გოლის გატანა. მატჩს წერტილი არკადიუს მილიკმა დაუსვა, რომელმაც 90-ე წუთზე ლევანდოვსკი ზუსტი პასის შემდეგ ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. ამ მარცხით ჩვენი ნაკრების პოზიცია უცვლელი რჩება და კვლავ მე-5 პოზიციაზე ვიმყოფებით, ჯგუფს პოლონეთი ლიდერობს 10 ქულით, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებს, კი 7-7 ქულით გერმანია, შოტლანდია და ირალნდია ინაწილებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული შეხვედრა მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო იყო თემურ ქეცბაიასთვის.