სიახლეები

გელაშვილი ნაკრებს გამოაკლდა

გაუზიარე

12 ნოემბერს, "ბასაზე" გამართული ვარჯიშისას, ტრავმა მიიღო ნიკოლოზ გელაშვილმა და ეროვნულ ნაკრებს ხვალ, პოლონეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. მედიკოსთა დასკვნა ტრავმის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღეს ჩვენი გუნდი კვლავ 16:00 "ბასაზე ივარჯიშებს, 18:00 საათზე კი, თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია დაიწყება. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 14 ნოემბერს, 21 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:  გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ
კვასხვაძე(„ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო“,თბილისი), მაქსიმე ქვილითაია („ჩიხურა“, საჩხერე)

მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე
(„ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია  („სპარტაკი“,ცხინვალი), სოლომონ
კვერკველია(„რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა
დვალი („სკონტო“,ლატვია), ლევან კაკუბავა („სამტრედია“)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), სანდრო კობახიძე
(„ვოლინი“, უკრაინა) ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), თორნიკე
ოქრიაშვილი („გენკი“,ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი) მათე
ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა (ყველა
„დინამო“, თბილისი), გიორგი მერებაშვილი („ოფი“, საბერძნეთი) ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი)