25-27 აპრილს ჩატარდა ლიცენზირების კომიტეტის სხდომა შემდეგი შემადგენლობით: ნარგიზი ჩხიკვაძე (თავმჯდომარე), რევაზ შენგელია, დიმიტრი ბოკერია, თამარ ჭიჭინაძე. კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2014-2015წწ. სეზონის უეფას და ეროვნული ლიცენზიები გაიცა შემდეგ საფეხბურთო კლუბებზე:
- „დინამო თბილისი“
- „ზესტაფონი“
- „სიონი“
- „ჩიხურა“
ამას გარდა, 2014-2015წწ. სეზონის ეროვნული ლიცენზიები გაიცა საფეხბურთო კლუბებზე:
- „ვიტ ჯორჯია“
- „სპარტაკი“
- „კოლხეთი 1913“
- „შუქურა“
- „გაგრა“
საფეხბურთო კლუბების მიერ სანქცირებადი კრიტერიუმების დარღვევის ფაქტები განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტს, 2014-2015წწ. ჩემპიონატის მონაწილეთა დაკომპლექტების შემდეგ.
კლუბები უკვე ინფორმირებულები არიან გადაწყვეტილებების შესახებ და უკმაყოფილო ლიცენზიის მაძიებლებს შეუძლიათ ა/წ 5 მაისამდე გაასაჩივრონ ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება ლიცენზირების სააპელაციო ორგანოში (თავმჯდომარე დავით კალანდაძე), ამ ორგანოსთვის პირდაპირი მიმართვის გზით, სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების მოქმედი დებულებების შესაბამისად (იხ.მე-6 მუხლი).
გაუზიარე