სიახლეები

საქართველო vs პოლონეთი - დასრულდა მედია-განაცხადების მიღება. სამუშაო გრაფიკი

გაუზიარე

დასრულდა მედია-განაცხადების მიღება 14 ნოემბერს, საქართველო vs პოლონეთის მატჩზე მუშაობის მსურველი მედიასაშუალებებისთვის.

მადლობას ვუხდით ყველა იმ ქართულ და უცხოურ მედია-ორგანიზაციებს, ვინც გაითვალისწინა სააკრედიტაციო მოთხოვნები და დათქმულ ვადაში გამოაგზავნა განაცხადები. შეგახსენებთ, რომ აკრედიტაციების გაცემა კვოტირებულია და პრიორიტეტი ენიჭება სპორტულ მედიას. შესაბამისად, ყველა განმცხადებელს გაეგზავნა ინდივიდუალური პასუხი მოთხოვნაზე.

აკრედიტაციები გაიცემა 13 ნოემბერს, დღის 14 საათიდან 21 საათამდე, „დინამო არენას“ მედიაცენტრში. გთხოვთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს დრო და მობრძანდეთ. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე მომუშავე მედია-საორგანიზაციო ჯგუფი ადგილზე გვიან საღამომდე იმუშავებს.

ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მედიაცენტრში, საპრესკონფერენციო დარბაზსა და პრესლოჟაში თანმხლები პირების, ბავშვების შემოყვანა დაშვებული არ არის და ყველა აკრედიტაცია შემოწმდება ინდივიდუალურად.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ყველა ოფიციალურ და აუცილებელ მოთხოვნას.

აქვე, გაგაცნობთ 13 და 14 ნოემბრის სამუშაო გრაფიკს:

13 ნოემბერი

16:00 - საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ (მედიისთვის სამუშაო 15 წუთი)

18:00 - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - თემურ ქეცბაიას მატჩისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია „დინამო არენას“ მედიაცენტრში

18:30 - პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ადამ ნავალკას მატჩისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია „დინამო არენას“ მედიაცენტრში

19:00 -  პოლონეთის ეროვნული ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში „დინამო არენაზე“ (მედიისთვის სამუშაო 15 წუთი)

14 ნოემბერი

21:00 - საქართველო vs პოლონეთი

მატჩზე მომუშავე ფოტორეპორტიორებს შეგახსენებთ, რომ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი აუცილებელი პროცედურების გასავლელად.

მატჩზე მომუშავე ტელევიზიების საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ მატჩის დაწყებამდე, კამერები უნდა შეინახოთ „დინამო არენას“ მედიაცენტრში, სპეციალურ საცავში. მატჩის დასრულების შემდეგ კი, იმუშაოთ საპრესკონფერენციო დარბაზსა თუ შერეულ ზონაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ სფფ-ის პრესსამსახურს. გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას.

სფფ-ის პრესსამსახური