სიახლეები

ეროვნული ნაკრები შეკრებას „დინამო არენაზე“ ვარჯიშით დაიწყებს

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

დღეს, საწვრთნელ შეკრებას იწყებს საქართველოს ეროვნული ნაკრები. „ჯვაროსნები“ ჯერ არასრული შემადგენლობით იქნებიან, რადგან რამდენიმე ლეგიონერი გუნდს ხვალ შეუერთდება.

18:30 წუთიდან, „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენციას გამართავს ნაკრების მთავარი მწვრთნელი - თემურ ქეცბაია.

19:00 საათიდან კი, ეროვნული ნაკრების ვარჯიში დაიწყება. მედიისთვის ვარჯიში ღია იქნება.

მედიას კი, აქვე შევახსენებთ, რომ ხვალ, 11 ნოემბრის 18:00 საათზე მთავრდება სააკრედიტაციო განაცხადების მიღება საქართველო vs პოლონეთის მატჩზე.

აკრედიტაციები გაიცემა 13 ნოემბერს, დღის 14 საათიდან 21 საათამდე, „დინამო არენას“ მედიაცენტრში.

მომდევნო დღეების სამუშაო განრიგს ყოველდღიურად გაეცნობით სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდისა და სფფ-ის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მეშვეობით. ვებ-გვერდის ახალი მისამართია - new.gff.ge

გულშემატკივართა საყურადღებოდ!

საქართველო vs პოლონეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო დღეს, 10 ნოემბერს, დილის 11:00 საათიდან, „დინამო არენასა“ და „მიხეილ მესხის“ სტადიონების სალაროებში.

სალაროები იმუშავებს ყოველდღე, 11-დან საღამოს 18:00 საათამდე.

მატჩის დღეს, 14 ნოემბერს ბილეთები გაიყიდება მხოლოდ „დინამო არენას“ სალაროებში.

ფასი: 5, 7, 10 და 15 ლარი

 

სფფ-ის პრესსამსახური