სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!
მეგობრებო, სფფ-ის პრესსამსახური იწყებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე - საქართველო vsპოლონეთი - მედიის აკრედიტირების პროცესს.
მედიაორგანიზაციებმა, სფფ-ის პრესსამსახურის სახელზე დაწერილი განაცხადი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:[email protected] - და მიუთითოთ მატჩზე მომუშავე ჟურნალისტების სახელი და გვარი და სამუშაო პოზიცია.
განაცხადების მიღება დაიწყო დღეს, ორშაბათს, 3 ნოემბერს დადასრულდება 11 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათზე.
აქვე გაცნობებთ, რომ აკრედიტაციების რაოდენობა შეზღუდულია და პრიორიტეტი ენიჭება სპორტულ მედიას. აკრედიტაციები გაიცემა კვოტირებულად.
განახლებულ ინფორმაციას მუდმივად გაეცნობით სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდსა (www.gff.ge ) და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე -
(https://www.facebook.com/GeorgianFFofficial). დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს ზემოთმითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
სფფ-ის პრესსამსახური