დღეს, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა და ერთ-ერთი ძირითადი საკითხი შუქურა-დილას მატჩზე მომხდარი ინციდენტი იყო.
კომიტეტის სხდომა დღის 2 საათზე დაიწყო და საღამოს 6 საათზე დასრულდა. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, ზემოთაღნიშნულ საკითხზე კომიტეტმა შემდეგი გადაწყვეტილება გამოიტანა:
სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის „დილას“ ჩაეთვალა წაგება და დაჯარიმდა 5 ათასი ლარით.
სანქციები დაუწესდათ „დილას“ ფეხბურთელებს:
ლუკა რაზმაძე - 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 5 ათასი ლარი.
ალექსანდრე კვახაძე - 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1400 ლარი.
უჩა სოსიაშვილი („დილას“ მთავარი მწვრთნელი) – 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1000 ლარი
სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 118 მუხლის საფუძველზე, გორის „დილა“ მომდევნო სამ საშინაო მატჩს გამართავს ნეიტრალურ სტადიონზე.
გაფრთხილება და 6-თვიანი გამოსაცდელი ვადა მიეცათ „დილას“ ფეხბურთელებს:
გიორგი ერისთავს, გიორგი სეთურიძეს, ნიკა კვეკვესკირსა და რომან ახალკაცს. თუ ამ ექვსი თვის განმავლობაში ისინი კვლავ იქნებიან შემჩნეული დისციპლინარულ დარღვევებში, ამ შემთხვევაში ავტომატურად ამოქმედდება 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია.
ქობულეთის „შუქურა“ უსაფრთხოების ნორმებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაუცველობისთვის, სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.
მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ 7 დღის ვადაში, სფფ-ის სააპელაციო კომიტეტში.
სფფ-ის პრესსამსახური