სიახლეები

ქალთა U17 ნაკრები აზერბაიჯანში გაემგზავრა

გაუზიარე

 დღეს აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში გაემგზავრა საქართველოს ქალ ფეხბურთელთა U17 ნაკრები. ახალგაზრდა ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისათვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში აზერბაიჯანის ნაკრებთან ჩაატარებენ საკონტროლო მატჩებს.

საქართველოს ჩვიდმეტწლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას 17 და 19 თებერვალს ბაქოში გამართავენ. გერონტი ნაკჭყებიას განკარგულებაში 18 ფეხბურთელია.

გუნდი სამშობლოში 20 თებერვალს დაბრუნდება.

 

სფფ–ს პრესსამსახური