სიახლეები

ქალთა ფეხბურთი საქართველოს ჩემპიონატი ფუტსალში

გაუზიარე

 გუშინ დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ფუტსალში ქალ ფეხბურთელთა შორის. უძლიერესის ტიტული ხაშურის ”ივერიამ” მოიპოვა, რომელმაც ყველა, 8 მატჩი მოიგო. მეორე ადგილზე ქუთაისის ”მართვე” გავიდა, მესამეზე კი ქობულეთის ”ფრიადოსანი”.

 

პრიზიორთა გარდა ჩემპიონატში ბათუმის ”დინამო” და გორის ”გოლი” მონაწილეობდნენ, თამაშები კი ბათუმის, ქობულეთის, ქუთაისის, გორის და ხაშურის სპორტულ დარბაზებსა თუ მინი-მოედნებზე გაიმართა.

 

ჩემპიონატი 30 მაისს დაიწყო.