სიახლეები

ქალებს არ შევურცხვენივართ..

გაუზიარე

 მიუხედავად სამივე შეხვედრაში დამარცხებისა, ჩვენს გოგონებს თავი არ შეურცხვენიათ – აცხადებს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია. 5-10 აგვისტოს, სლოვენიის დედაქალაქის ლიუბლიანას სიახლოვეს, დაბა ჩატეშში, გაიმართა უეფას ჩემპიონთა V საკვალიფიკაციო ჯგუფის ტურნირი. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ – განაგრძობს ნ. სორდია, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის იტალიის "ბარდოლინოს’’ ხელმძღვანელებს მოეწონათ ზუგდიდის "ბაიას’’ ფეხბურთელი გოგონები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.   ვერონას ს.კ. "ბარდოლინო’’ პირველ ადგილზე დაუმარცხებლად გავიდა, მეორეს დასჯერდა მასპინძელი გუნდი "კრკა’’, უელსის "სვანსი’’და ზუგდიდის "ბაია’’ კი უეფას ტურნირს გამოეთიშნენ.   ახლა ჩვენი ყურადღება ნაკრებ გუნდებზეა გადატანილი. 21 აგვისტოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს შეხვდება. სექტემბერსა და ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს გამართავენ 19 და 17 წლიანთა ნაკრებები."MILEDY CUP’’-ის ტრადიციულ ტურნირზე ჩვენი საკლუბო გუნდის მონაწილეობის სურვილი ისევ დაადასტურა "ატლეტიკო მილანოს’’ მენეჯერმა მარკო პინატიმ.   შარშან, ხომ ამ ტურნირზე ზუგდიდის "ბაიამ’’ გაიმარჯვა. სავარაუდოდ ალბათ წელს "ნორჩი დინამოელი’’ გაემგზავრება იტალიაში. "MILEDY CUP’’-ის ტურნირის მასპინძელთა ასეთი დაინტერესება ადვილად ასახსნელია, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სლოვენიაში ყოფნისას "ბარდოლინომ’’ ჩვენ  ფეხბურთელებთან: ლ. ჭიჭინაძესტან, თ. თოდაძესთან, ნ. სუთიძესთან, თ. ტატუაშვილთან, თ. მალიძესთან, ნ. სხირტლაძესთან დაიწყო მოლაპარაკება, ხოლო სლოვენიის "კრკ’’-ამ იქვე გააფორმა კონტრაქტი თამარ ნადირაშვილთან და თამარ ქველიძესთან.