სიახლეები

ქართველი გოგონები თბილისის ტურნირის ფინალში ითამაშ

გაუზიარე

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირი წარმატებით დაიწყო საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა.

ჩვენი გუნდი ტურნირის ფინალში ითამაშებს, რისი უფლებაც ქართველმა გოგონებმა 19 აპრილს, ყაზახეთის დამარცხებით მოიპოვეს.

საქართველოU17 – ყაზახეთიU17 - 2:0 (1:0)

საქართველოU17: გულორდავა, ღონღაძე, ჭაუკიძე, შენგელია, ხუბუა, ალელიშვილი (ბასილაძე 41), ყავყანაჯიევი (რიჟამაძე 65), ბაკარანძე, ბაქრაძე, ჩემინავა (ბიწაძე 80), ძიძიგური (სინატაშვილი 41)

მთ.მწვრთნელი - გერონტი ნაჭყებია

გოლები: ბაქრაძე (33), ჩემინავა (60)

 

მეორე შეხვედრა კი, სადაც ერთმანეთს თურქეთისა და აზერბაიჯანის 17-წლამდელები დაუპირისპირდნენ, თურქეთის ნაკრების გამარჯვებით - 3:1 დასრულდა. აზერბაიჯანელთაგან ერთადერთი გოლის ავტორი მაია დანღაძე გახდა.

20 აპრილს გუნდები დაისვენებენ. 21 აპრილს კი, მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს აზერბაიჯანი და ყაზახეთი შეხვდებიან. მატჩი ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 14 საათზე დაიწყება.

„მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე კი, ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართველი გოგონები თურქ თანატოლებს შეერკინებიან. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური