ვაკეში, „ირაოს“ სტადიონზე დაიწყო 8 მარტისადმი მიძღვნილი ქალთა ტურნირი მინი–ფეხბურთში, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება და 8 მარტს, ფინალური შეხვედრით დასრულდება. ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ტურნირის გახსნას დაესწრო სფფ–ს პრეზიდენტი – ზვიად სიჭინავა.
დღეს, პირველი ტურის მატჩები გაიმართა:
სულიკო 1:1 გოგოები
მეგათეო 0:1 ფეოლა
გოლი.ჯი 3:0 შავშვები
მინას ანგელოზები 1:0 თანხმობა
ხვალ, 6 მარტს, მონაწილე გუნდებს გაცილებით რთული სათამაშო დღე ელით. მატჩები დღის 2 საათიდან დაიწყება და გუნდები ორ–ორ შეხვედრას გამართავენ. შედეგად, გამოვლინდებიან ჯგუფების პირველ–მეორე ადგილოსნები, რომლებიც 7 მარტს, ნახევარფინალებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
6 მარტი
მინას ანგელოზები – გოგოები
სულიკო – თანხმობა
მეგათეო – შავშვები
გოლი.ჯი – ფეოლა
მინას ანგელოზები – სულიკო
გოგოები – თანხმობა
მეგათეო – გოლი.ჯი
შავშვები – ფეოლა
სფფ–ს პრესსამსახური