სიახლეები

საქართველოს ჩემპიონატი ქალ ფეხბურთელთა შორის პირვ

გაუზიარე

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ხვალიდან ქვეყნის მეორე ჩემპიონატი დაიწყება ქალ ფეხბურთელთა შორის. ოთხგუნდიან პირველობას კახეთი - ლაგოდეხი და ჭაბუკიანი უმასპინძლებს.

 

ჩემპიონატში თბილისის, აჭარის, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაკრებები ითამაშებენ. პირველობა ორ წრედ ჩატარდება 23-29 ივნისს. 26 ივნისი დასვენების დღეა.

 

საქართველოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაკომპლექტდება საქართველოს 17 და 19-წლამდელ ფეხბურთელ გოგონათა ნაკრებები, რომლებიც 30 ივნისს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

 

საქართველოს მეორე ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიალი ხვალ შედგება ლაგოდეხში.

 

შეგახსენებთ, რომ სფფ-ის ეგიდით ქალ ფეხბურთელთა შორის ქვეყნის პირველი ჩემპიონატი შარშან, 6-14 ივლისს ჩატარდა ქობულეთში. ჩემპიონის ტიტული თბილისის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც 1:0 სძლია აჭარის ნაკრებს.