სიახლეები

საქართველოს ჩემპიონატი ქალ ფეხბურთელთა შორის პირვ

გაუზიარე

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ლაგოდეხსა და ჭაბუკიანში ქვეყნის მეორე ჩემპიონატი ტარდება ქალ ფეხბურთელთა შორის. ოთხგუნდიანი პირველობის პირველი წრე გუშინ დასრულდა.

 

პირველი წრის შემდეგ პირველ ადგილზეა აჭარის ნაკრები, რომელმაც სამივე შეხვედრა მოიგო: თბილისის ნაკრებს 1:0, აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებს 4:1, ხოლო დასავლეთ საქართველოს ნაკრებს 4:0 სძლია.

 

მეორე ადგილზეა შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის ნაკრები: აჭარლებთან წაგებამდე ამ გუნდმა დასავლეთ საქართველოს ნაკრებს 2:0 სძლია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრების კარში 6 უპასუხო გოლი გაიტანა.

 

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებთა პაექრობა პირველთა 0:6 განადგურებით დასრულდა.

 

ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრები ხვალ, 28 და 29 ივნისს გაიმართება.

 

საქართველოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაკომპლექტდება საქართველოს 17 და 19-წლამდელ ფეხბურთელ გოგონათა ნაკრებები, რომლებიც 30 ივნისს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

 

შეგახსენებთ, რომ სფფ-ის ეგიდით ქალ ფეხბურთელთა შორის ქვეყნის პირველი ჩემპიონატი შარშან, 6-14 ივლისს ჩატარდა ქობულეთში. ჩემპიონის ტიტული თბილისის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც 1:0 სძლია აჭარის ნაკრებს.