სიახლეები

საქართველოს ჩემპიონატი ქალ ფეხბურთელთა შორის თბი

გაუზიარე

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ლაგოდეხსა და ჭაბუკიანში ქვეყნის მეორე ჩემპიონატი ჩატარდა ქალ ფეხბურთელთა შორის. ოთხგუნდიან პირველობაში უძლიერესის სახელი, ისევე როგორც შარშან, თბილისის ნაკრებმა მოიპოვა.

 

პირველობის მეორე წრეში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა: აღმოსავლეთის ნაკრები 0:1 აჭარის ნაკრები, დასავლეთის ნაკრები 0:12 თბილისის ნაკრები, დასავლეთის ნაკრები 0:3 აჭარის ნაკრები, აღმოსავლეთის ნაკრები 1:4 თბილისის ნაკრები, აღმოსავლეთის ნაკრები 6:0 დასავლეთის ნაკრები, აჭარის ნაკრები 0:4 თბილისის ნაკრები.

 

ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა გამორჩეული ფეხბურთელები დააჯილდოვა: საუკეთესო მოთამაშე - ტატა მატვეევა (თბილისის ნაკრები), საუკეთესო ბომბარდირი - ლელა ჭიჭინაძე (თბილისის ნაკრები), საუკეთესო მეკარე - ნინო ჭკუასელი (თბილისის ნაკრები), პერსპექტიული ფეხბურთელი - თეონა თოდაძე (აღმოსავლეთის ნაკრები).

 

შეგახსენებთ, რომ სფფ-ის ეგიდით ქალ ფეხბურთელთა შორის ქვეყნის პირველი ჩემპიონატი შარშან, 6-14 ივლისს ჩატარდა ქობულეთში. ჩემპიონის ტიტული თბილისის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც 1:0 სძლია აჭარის ნაკრებს.