სიახლეები

U17. ქალთა ფეხბურთი. ევრო 2008 შესარჩევი მატჩები

გაუზიარე

 დღეს 12 საათზე რუსთავში, სტადიონ ”ფოლადზე” 17-წლამდელ გოგონათა შორის ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ შეხვედრაში რუსეთის ნაკრებმა 3:1 სძლია სლოვაკეთის გუნდს, ხოლო 15 საათზე ინგლისისა და საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებების მატჩი დაიწყო, რომელიც ბრიტანელთა გამარჯვებით 13:0 დასრულდა.

 

ცნობისათვის: 17-წლამდელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატი გაისად პირველად ჩატარდება.

 

რუსეთისა და სლოვაკეთის დღევანდელ მატჩს თანამსაჯის რანგში მოემსახურა ქართული სამსაჯო კორპუსის წარმომადგენელი, 20 წლის ლალი გახოკია. ხაზგასასმელია, რომ ეს ქართველი ქალი არბიტრის დებიუტი იყო საერთაშორისო ოფიციალურ მატჩში. აქვე შეგახსენებთ, რომ ლალი გახოკია თებერვალში, საქართველოსა და თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩში მეოთხე არბიტრი იყო, მას შემდეგ კი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩებზე თანამსაჯის მოვალეობას ასრულებს.

 

შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელ გოგონათა ოფიციალური მატჩების ხანგრძლივობა 80 წუთია - თითო ტაიმი 40 წუთი გრძელდება.

 

* * *

 

ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. 27 ოქტომბერი, 2007. რუსთავი, ”ფოლადი”. 100

რუსეთი 3:1 სლოვაკეთი

გოლები: 1:0 ა.მაკაროვა (23), 1:1 ვ.მაშლეიოვა (40), მ.ჰორნაკოვა (63, სკ), 3:1 დ.აბოზოვიჩუტე (80)

რუსეთი: მ.შიზოკოვა, ტ.ანანიევა (კაპ), ტ.შეიკინა, ა.აკიმოვა (ქს.ფროლოვა 53), ჯ.გასპარიანი (ი.ზინოვიევა 77), დ.აბოზოვიჩუტე, ნ.კოლტაკოვა, ე.ჟიასტინოვა, ა.მაკაროვა, ა.კალაჩევა (ა.ხოლოვიაგა 70), ე.მატიუშინა

მწვრთნელი: ვლადიმირ ანტონოვი

სლოვაკეთი: ფ.პაიონკოვა, მ.ჰორნაკოვა, ბ.კუპეჩკა, ა.ბიროვა (კაპ), დ.სტეფანოვა, დ.შკორვანკოვა, ვ.მაშლეიოვა, ი.ვოიტეკოვა, ე.რანდოვა, დ.ჩუბაკოვა, ვ.ჰურკეიოვა (გ.პოლაკოვა 75)

მწვრთნელი: კატარინა პაქსნეროვა

გაფრთხილება: ი.ვოიტეკოვა

მსაჯები: ევგენია კასკანტირი (საბერძნეთი); სტელა გოგოუ (საბერძნეთი), ლალი გახოკია (საქართველო); ლაშა სილაგავა (საქართველო)

 

 

ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. 27 ოქტომბერი, 2007. თბილისი, ”მიხეილ მესხი”. 300

ინგლისი 13:0 საქართველო

გოლები: 1:0 ს.მარში (2), 2:0 რ.ჯეინი (6), 3:0 ჯ.ნობსი (17), 4:0 ნ.კრინენი (26), 5:0 ჯ.ჰოლბრუკი (29), 6:0 ჯ.ჰოლბრუკი (30), 7:0 დ.სტოუკსი (35), 8:0 ჯ.როუზი (53, პენ), 9:0 ჯ.ნობსი (66), 10:0 ჯ.ნობსი (70), 11:0 ჯ.ნობსი (76), 12:0 ჯ.ფორმესტონი (79), 13:0 რ.პიტმენი (80)

ინგლისი: ე.კერი, ლ.ბრონზი, ს.მარში, ჯ.ჰოლბრუკი, ჯ.როუზი (კაპ), ნ.კოული (ს.ოსბორნ-რიკეტსი 60), რ.ჯეინი, ი.კრისტიანსენი, ნ.კრინენი (რ.პიტმენი 41), ჯ.ნობსი, დ.სტოუკსი (ჯ.ფორმესტონი 71)

მწვრთნელი: საიმონ რაიტი

საქართველო: ა.ჩაბაშვილი, ნ.პასიკაშვილი (კაპ) (ქ.პაქსაშვილი 80), ნ.სუთიძე, ნ.ჯოხაძე, მ.ტოკლიკიშვილი, გ.ხვედელიძე, თ.თათუაშვილი, მ.დიასამიძე, ი.ლომიძე, თ.კვალიაშვილი, თ.სალუქვაძე

მწვრთნელი: მაია ჯაფარიძე

გაფრთხილება: ნ.სუთიძე, ნ.კოული, ნ.კრინენი

მსაჯები: დონკა ჟელევა-ტერზიევა (ბულგარეთი); ეკატერინა მარინოვა (ბულგარეთი), სილკე მიტერლეხნერი (ავსტრია); კრისტინ ბანგო (ავსტრია)