31 ივლისს ქობულეთში დაიწყება საქართველოს პირველი საკლუბო ჩემპიონატი ქალ ფეხბურთელთა შორის. აქამდე საქართველოს ჩემპიონატი ქალ ფეხბურთელთა შორის რეგიონის ნაკრებებს შორის ეწყობოდა.
პირველ საკლუბო ჩემპიონატში 8 კლუბი ითამაშებს, რომლებიც ორ ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
A ჯგუფი: თბილისის ”დინამო”, ბათუმის ”ბათუმი”, წალენჯიხის ”ჯიხა”, წყალტუბოს ”გურია”. B ჯგუფი: ხაშურის ”ივერია”, ქუთაისის ”იმერეთი”, ქობულეთის ”ქობულეთი”, თბილისის ”იბერია”.
ჯგუფური ტურნირის მატჩები 31 ივლისს და 1-2 აგვისტოს ჩატარდება. პირველადგილოსნები ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ, მეორეადგილოსნები კი მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.