სიახლეები

ქალთა ფეხბურთი საქართველოს პირველი საკლუბო ჩემპიო

გაუზიარე

 31 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს პირველი საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდა ქალ ფეხბურთელთა შორის. ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ბათუმის ”ბათუმმა” მოიპოვა, რომელმაც ფინალში ხაშურის ”ივერიას” 2:0 სძლია. მესამე ადგილი თბილისის ”დინამომ” დაიკავა, რომელმაც 7:0 სძლია ქობულეთის ”ქობულეთს”.

 

ტურნირის დასრულების შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოვება შედგა. საუკეთესო მეკარედ ბათუმელი ქრისტინე შადობა დასახელდა, საუკეთესო მცველად ხაშურელი თეონა თოდაძე აღიარეს, საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი ბათუმელმა ტატა მატვეევამ მოიპოვა, თავდამსხმელი კი ქობულეთელი ხატია ჭყონია გახდა.

 

9-9 გოლით ბომბარდირები გახდნენ ბათუმელელები კესო გაბელია და თაკო კვალიაშვილი. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ასევე კესო გაბელია დაასახელეს.

 

ტურნირის აღმოჩენად თბილისის დინამელი ნინო პასიკაშვილი დაასახელეს.