სიახლეები

U19. ქალთა ფეხბურთი ევროპის 2009 წლის ჩემპიონატი

გაუზიარე

 საქართველოს 19-წლამდელ ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 24-30 სექტემბერს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებს ბელგიის, საფრანგეთის და მაკედონიის ნაკრებებთან ერთად. საკვალიფიკაციო ტურნირს მაკედონია უმასპინძლებს.

 

ჩვენი დელეგაცია მაკედონიაში 23 სექტემბერს გაემგზავრება და ქალაქ სტრუმიცაში, სასტუმრო ”სირიუსში” დაბინავდება.

 

24 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ქალაქ ტურნოვოში, საფეხბურთო კლუბ ”ტურნოვოს” სტადიონზე ბელგიის ნაკრებს გაეჯიბრება, 27 სექტემბერს სტრუმიცაში სტადიონზე ”მლადოსტი” საფრანგეთს შეხვდება, 30 სექტემბერს კი, ამავე სარბიელზე, მასპინძელ მაკედონიასთან მატჩით დაასრულებს ასპარეზობას.

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ კობერიძემ ოფიციალურ შეხვედრებში საასპარეზოდ შემდეგი ფეხბურთელები მიიწვია: ინა ბიჩიკაშვილი, თამთა მალიძე, ნინო სუთიძე, თეონა თოდაძე, ირმა ლომიძე, თამარ შუბითიძე, თამარ კვალიაშვილი, თამარ თათუაშვილი, თეა ციცქიშვილი, ნათია სხირტლაძე, მადონა დიასამიძე, თამარ ქველიძე, ნანა ხახიძე, მარი ხანთაძე, თამარ სალუქვაძე, ნინო პასიკაშვილი, თამთა მამულაძე, გვანცა დოლიძე.