უეფა საგანგებო ყურადღებას უთმობს ქალთა ფეხბურთს და ამასვე მოითხოვს ეროვნული ფედერაციისაგან. დიდ საიდუმლოებას არც ის წარმოადგენს, რომ ჩვენში, ამ მხრივ ბევრია გასაკეთებელი.
ნინო სორდია – საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი: პირველად ჩვენს ქვეყანაში, 30 აპრილიდან 23 მაისამდე , 1995 –1996 წლებში დაბადებულ გოგონათა ჩემპიონატი ჩატარდება , რომელშიც მონაწილეობენ : ზუგდიდის "ბაია", ხაშურის , გორის, ლაგოდეხის , ჭიათურის , ცხინვალის , საჩხერის სპორტული სკოლის , ლანჩხუთისა და ქუთაისის ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები გუნდები . ჩემპიონატი წრიული სისტემით –ერთ წრედ ჩატარდება და მას ხაშური უმასპინძლებს .
30 აპრილს , დილის 10:00 საათზე ქუთაისისა და საჩხერის , ხოლო 12:00 საათზე , ჩემპიონატის საზეიმო გახსნის შემდეგ ,ხაშურისა და ლანჩხუთის გუნდები ითამაშებენ.
ჩემპიონატის ტურების დღეებია : 30 აპრილი , 4 მაისი , 11 მაისი , 15–16 მაისი ,18 მაისი , 22 მაისი , 23 მაისი.
დავაწესეთ სპეციალური პრიზები , რომლებიც გადაეცემათ საუკეთესო მოთამაშეს , ბომბარდირს , მეკარეს , მცველს , ნახევარმცველს , თავდამსხმელს და ტურნირის აღმოჩენას.
ჩემპიონატი მიზნად ისახავს ქალთა შორის ფეხბურთის განვითარებასა და პოპუ–ლარიზაციას , ნაკრები გუნდებისათვის პერსპექტიული ფეხბურთელების გამოვლენასა და შერჩევას , ქალთა საფეხბურთო კლუბების ჩამოყალიბებასა და განვითარებას .