2014 წლის 10-19 მარტს, ლისაბონში ჩატარდება უეფა-ს მიერ ორგანიზებული პირველი კურსი საერთაშორისო მსაჯის ასისტენტებისთვის.
კურსში მონაწილეობის მისაღებად სფფ-ს საერთაშორისო ასისტენტებიდან მიწვეული არიან ლევან ვარამიშვილი და დავით ჩიგოგიძე. კურსზე დასწრება სავალდებულოა. მისი მიმდინარეობისას მოხდება ასისტენტების ფიზიკური მომზადების შემოწმება უახლესი ტესტების მეშვეობით, როგორიც არის იო-იო (Yo-Yo) ტესტი და ა.შ. ამავე დროს ჩატარდება პრაქტიკული ვარჯიშები სათამაშო მოედანზე.
კურსს გაუძღვებიან უეფა-ს სამსაჯო კომიტეტის წევრები, რომლებიც ასისტენტებთან ერთად განიხილავენ თანამედროვე მსაჯობის ყველა საჭირბოროტო საკითხს და მისცემენ მათ პრაქტიკულ რეკომენდაციებს.