სიახლეები

ეროვნული და რეგიონული სამსაჯო ინსტრუქტორების კურსი

გაუზიარე

 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს, მ.მესხის სტადიონზე, მსაჯობის განვითარების მენეჯერის ოფისში ჩატარდა ეროვნული და რეგიონული სამსაჯო ინსტრუქტორების კურსი - ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო UEFA-ს სამსაჯო კონვენციის კოორდინატორმა დანიიდან იორნ ვესტ-ლარსენმა. კურსს ხელმძღვანელობდა ლევან ფანიაშვილი

კურსი წარმოადგენდა სამსაჯო კომიტეტის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის ნაწილს და ის ამიერიდან ყოველწლიურად ჩატარდება.

კურსში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყვნენ თბილისის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, აფხაზეთის, აჭარის და გურიის რეგიონული ფედერაციების სამსაჯო ინსტრუქტორები, სფფ-ს სამსაჯო ინსტრუქტორები, აგრეთვე რამოდენიმე ყოფილი და აქტიური მსაჯი, როლენთაც სურვილი ჰქონდათ გარკვეული ცოდნა მიეღოთ ამ სფეროში.

ტრენინგის მიზანი იყო სამსაჯო ინსტრუქტორების მუშაობის გაუმჯობესება როგორც დამწყებ, ასევე უკვე მოქმედ მსაჯებთან. 

კურსის პირველ დღეს ბატონმა ვესტ-ლარსენმა წარადგინა მოხსენება სწავლების მეთოდების და პრინციპების შესახებ. შემდეგ სესიაზე  სამ სამუშაო ჯგუფად დაყოფილმა ინსტრუქტორებმა ერთმანეთს წარუდგინეს და განიხილეს კურსისთვის მომზადებული საკუთარი მოხსენება-ლექციები თამაშის წესებზე და სხვადასხვა სამსაჯო თემებზე. დღის ბოლოს ჩატარდა ვარჯიში ვიდეო ტესტში, რომელიც ინსტრუქტორების სამუშაოს აუცილებელი და რუტინული ნაწილია.

ტრენინგის მეორე დღე დაეთმო მონაწილეთა მოხსენებებს მთლიანი ჯგუფის წინაშე და მათ განხილვას. ყოველმა მონაწილემ წარადგინა ორ-ორი მოხსენება.

კურსი უაღრესად საინტერესო გამოდგა. ამასთანავე სასიამოვნო იყო მონაწილეების პროგრესის დაკვირვება მუშაობის პროცესში, რაც აღნიშნა კიდეც ბატონმა ვესტ-ლარსენმა. გადაწყდა, რომ მომავალ წელს იგი კვლავ მიიღებს მონაწილეობას ანალოგიურ ტრენინგში.