სიახლეები

უმაღლესი და პირველი ლიგის მსაჯთა დამკვირვებლების კ

გაუზიარე

 1  და 2 ნოემბერს, მ.მესხის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა უმაღლესი და პირველი ლიგის მსაჯთა დამკვირვებლების კურსი. კურსი გამიზნული იყო, როგორც ტრენინგი დამკვირვებლებისთვის და ამიერიდან ყოვეწლიურად ჩატარდება.

კურსში მონაწილეობა მიიღო 28 დამკვირვებელმა. მას აგრეთვე ესწრებოდნენ სამსაჯო განყოფილების და სამსაჯო კომიტეტის წევრები. კურსი წაიყვანა უფროსმა ინსტრუქტორმა ლევან ფანიაშვილმა.

მთავარი ამოცანა დამკვირვებლების მუშაობის გაუმჯობესების კუთხით არის ერთგვაროვნების მიღწევა მსაჯების სამუშაოს შეფასებისას.

კურსის დაწყებამდე გარკვეული დროით ადრე, მონაწილეებს დაურიგდათ ერთ-ერთი საერთაშორისო მატჩის ვიდეო ჩანაწერი მისი ნახვის და მსაჯობის შეფასების მიზნით. ამის შემდეგ მათ უნდა წარმოედგინათ კურსის ხელმძღვანელისთვის საკუთარი დაკვირვების შედეგად შედგენილი პატაკი მსაჯობის შეფასებით. 

მოხდა პატაკების ანალიზი და იმის გარკვევა, თუ რამდენად ერთგვაროვანი იყო დამკვირვებლების მიერ მსაჯობის შეფასება. შემდეგი ეტაპი კურსის მიმდინარეობისას იყო უკვე აღნიშნული მატჩის კონკრეტული სათამაშო სიტუაციების გარჩევა და ანალიზი ვიდეო ჩანაწერის გამოყენებით.

ხოლო კურსის დასასრულს მოხდა სხვადასხვა, შერჩეული ვიდეო კლიპების განხილვა და იმის გარკვევა, თუ რა გავლენას  ახდენს მსაჯების გადაწყვეტილებები მსაჯობის საბოლოო შეფასებაზე.