სიახლეები

მსაჯების და დამკვირვებლების გაცვლითი პროგრამა სფფ-

გაუზიარე

ხვალ, 31 აგვისტოს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქართველი მსაჯები ლატვიის ჩემპიონატის პირველ მატჩს იმსაჯებენ.

მსაჯთა ტრიოს შემადგენლობა შემდეგია: არსენ ნონიკაშვილი (მსაჯი), გურამ ჩიგოგიძე (1-ლი ასისტენტი) და ივანე მაჩიტიძე (მე-2 ასისტენტი).

მატჩი გაიმართება იურმალაში 15:00 საათზე და მასში ერთმანეთს დაუპირიპირდებიან "სპარტაკი" და "ილუკსტე". 

გარდა ამისა, 31 აგვისტოს, სფფ-ს მსაჯთა დამკვირვებელი ავთანდილ შალამბერიძე  დააკვირდება ლატვიელი მსაჯების გუნდის მუშაობას ლატვიის ჩემპიონატის რომელიმე მატჩში.

ლატვიელი მსაჯების საპასუხო ვიზიტი საქართველოში შედგება სექტემბრის ბოლოს და ისინი დანიშნული იქნებიან უმაღლეს ლიგაში საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე მატჩზე.