სიახლეები

უმაღლესი და პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბების საყუ

გაუზიარე

მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, ქ. თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე სფფ-ის მსაჯთა და მსაჯების დამკვირვებელთა განყოფილება ატარებს სემინარს სამსაჯო საკითხებისა და თამაშის წესების შესახებ.  

საკლუბო ლიცენზირების მოთხოვნის თანახმად, უმაღლესი და პირველი ლიგების საფეხბურთო კლუბები ვალდებული არიან აღნიშნულ სემინარზე მოავლინონ მთავარი მწვრთნელი (ან თანაშემწე) და კაპიტანი (ან ვიცე-კაპიტანი). სემინარზე მხოლოდ ერთი წარმომადგენლის დასწრება არ ჩაითვლება ლიცენზირების მოთხოვნის შესრულებად.  

სემინარი დაიწყება 10:00 საათზე. მოვლენილ პირებს ვთხოვთ, დაიცვან პუნქტუალობა და დროულად გამოცხადდნენ ღონისძიებაზე.  

სემინართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ სფფ-ის მსაჯთა და მსაჯების დამკვირვებელთა განყოფილებას; ლევან ფანიაშვილი, ტელ.: (+995 32) 23 51 69.

 

სფფ–ს სამსაჯო განყოფილება