2014 წლის 1 მარტს შედგა საერთაშორისო საბჭოს ყოველწლიური გენერალური სხდომა, რომელზეც განხილული და დამტკიცებული იქნა ცვლილებები თამაშის წესებში.
1. 1. წესი 4 - მოთამაშეთა ჩაცმულობა
სხვა ჩაცმულობა (ინტერპრეტაციები), გვ. 69
ცვლილებები გამოყოფილია მსხვილი შრიფტით.
| თანამედროვე დამცავი ეკიპირება (...) ნებადართულია. როდესაც ახურავთ თავსაბურავი , ის უნდა- იყოს შავი ან ისეთივე ფერის, როგორც მაისურის ძირითადი ფერი (იმ პირობით, რომ იმავე გუნდის მოთამაშეები იცვამენ იმავე ფერის მაისურს) - შეესაბამებოდეს მოთამაშის ეკიპირების პროფესიონალურ სახეს - არ უნდა იყოს მიმაგრებული მაისურზე - არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს იმ მოთამაშისთვის, რომელიც ატარებს ამ საგანს ან სხვა მოთამაშეებისთვის (მაგალითად, გამხსნელი / ჩამკეტი მექანიზმი კისრის გარშემო) (…)
|
1. 2. წესი 4 – მოთამაშეთა ჩაცმულობა
მოწოდებები და რეკლამა საცვლებზე (გადაწყვეტილება 1), გვ.23
ცვლილებები გამოყოფილია მსხვილი შრიფტით.
| ძირითადი სავალდებულო ჩაცმულობა
საცვლები მოთამაშეებმა არ უნდა გამოაჩინონ საცვლები, რომელზეც აღბეჭდილია პოლიტიკური, რელიგიური, პირადი მოწოდებები, განცხადებები ან გამოსახულებები, ან რეკლამა, მწარმოებლის ლოგოტიპის გარდა. მოთამაშე / მოთამაშის გუნდი, რომლებიც გამოაჩენენ საცვლებს, რომელზეც აღბეჭდილია პოლიტიკური, რელიგიური, პირადი მოწოდებები, განცხადებები ან გამოსახულებები, ან რეკლამა, მწარმოებლის ლოგოტიპის გარდა, დაისჯებიან შეჯიბრების ორგანიზატორის ან ფიფა-ს მიერ.
|
იმპლემენტაცია
საერთაშორისო საბჭოს ამ წლის სხდომის გადაწყვეტილებები თამაშის წესებთან დაკავშირებით კონფედერაციების და წევრი ასოციაციებისთვის სავალდებულოა 2014 წლის 1 ივნისიდან. თუმცა, კონფედერაციებს ან ასოციაციებს, რომელთა მიმდინარე სეზონი არ არის დამთავრებული 1 ივნისისთვის, შეუძლიათ გადადონ თამაშის წესებში მიღებული ცვლილებების შემოღება საკუთარ შეჯიბრებებში ახალი სეზონის დასაწყისისთვის.