სიახლეები

სფფ მსაჯების დასაცავად

გაუზიარე

 უკანსკნელ ხანებში გახშირდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე უმაღლესი ლიგის გუნდების ხელმძღვანელთა მხრიდან მსაჯების და ზოგადად მსაჯობის მიმართ გამოთქმული დაუსაბუთებელი და  დისკრედიტაციის შემცველი განცხადებები, რომლებიც ხშირად შეიცავს ცილისწამების ელემენტებს.

უნდა ვთქვათ, რომ ამგვარი მოქმედებები უაღრესად საზიანო ზემოქმედებას ახდენს არა მარტო ქართულ მსაჯობაზე, არამედ ზოგადად ქართულ ფეხბურთზე, რაც მის მომავალზე ნეგატიურად იმოქმედებს.

ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი თბილისის „ვიტ-ჯორჯიასა“ და ცხინვალის „სპარტაკს“ შორის  დ.ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოდხედფინალური მატჩის შემდეგ, როდესაც თბილისის ვიტ-ჯორჯიას პრეზიდენტმა, ბატონმა გურამ რუხაძემ პრესის და ტელევიზიის საშუალებით გაავრცელა დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო განცხადება სფფ-ში და სამსაჯო წრეებში სამსაჯო „მაფიის“ და „კლანების“  არსებობის  შესახებ, თითქოსდა მისი კლუბის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური „სამსაჯო“ პოლიტიკა ხორციელდება..

სფფ-ს სამსაჯო განყოფილებამ და სამსაჯო კომიტეტმა შეისწავლა აღნიშნული მატჩის ის ეპიზოდი, რომელიც  ვიტ-ჯორჯიას ხელმძღვანელის მხრიდან განცხადებების გაკეთების ფორმალური საბაბი გახდა. საყოველთაო აზრით, იმ ეპიზოდში ადგილი ჰქონდა ვიტ-ჯორჯიას მოთამაშის მხრიდან ბურთზე ხელით თამაშს საკუთარ საჯარიმო მოედანში რაც თამაშის წესებით ისჯება 11 მეტრიანი დარტყმით. ამგვარად, მსაჯების გადაწყვეტილება (ასისტენტის ჩათვლით, რომელიც დაეხმარა არბიტრს) დაენიშნათ 11 მეტრიანი დარტმა იყო აბსოლუტურად სწორი.

გარდა ამისა, ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „ვიტ-ჯორჯიას“ მატჩის მსაჯობა, რომელის პრდაპირი ტელეტრანსლიაცია მოხდა, შეფასდა კარგად, ყოველგვარი საკამათო გადაწყვეტილებების გარეშე.

სფფ-თვის ყოვლად მუღებელია ამგვარი დაუსაბუთებელი და ცილის მწამებლური განცხადებები. სფფ-ს სადისციპლინო კოდექსი და საქართველოს ჩემპიონატის რეგლამენტი შეიცავს სპეციალურ პუნქტებს, რომელთა მიხედვით ამგვარი ქმედებები ექვემდებარება დისციპლინარულ და ფინანსურ სანქციებს დამრღვევი პირების მიმართ.

სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს მომავალში შეიწავლის ბ-ნ რუხაძის მიერ პრესაში და ტელევიზიით გაკეთებულ საჯარო განცხადებებს და  თუ დაინახავს მათში დარღვევის ელემენტებს, მიიღებს  დისციპლინარული კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს ბატონ რუხაძის მიმართ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ატარებს გამჭვირვალე და ღია პოლიტიკას და მსაჯობა არ არის გამონაკლისი. ჩვენ გვესმის, რომ ქართულ მსაჯობაში არსებობს პრობლემები, რომლებიც საჭიროებს გადაწყვეტას. არის შეცდომები მატჩების მსაჯობისას, რაც ხშირად დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს, მაგრამ, ჩვენი ღრმა რწმენით, ეს შეცდომები არ არის წინასწარგანზრახული და ვინმეს წინააღმდეგ მიმართული.

ამიტომ, მოვუწოდებთ ფეხბურთში მოღვაწე ყველა პიროვნებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო განცხადებებს. უნდა შეწყდეს ე.წ. „შეთქმულების თეორიების“ კულტივირება ქართულ საფეხბურთო წრეებში.

ჩვენის მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, განვიხილოთ და ობიექტურად შევაფასოთ ყველა პრობლემური საკითხი.

 სფფ–ს პრესსამსახური