სიახლეები

ლიცენზირების სისტემა სალიცენზიო გადაწყვეტილებები

გაუზიარე

2009-10 წლების სეზონის უეფა-ს საკლუბო ტურნირებსა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ლიცენზიები მიიღეს საფეხბურთო კლუბებმა: 1.”ვიტ ჯორჯია” (თბილისი); 2.”დინამო თბილისი”; 3.”ოლიმპი” (რუსთავი); 4.”ზესტაფონი” (ზესტაფონი).



ამ 4 საფეხბურთო კლუბის გარდა, 2009-10 წლების სეზონის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ლიცენზიის მაძიებლად განიხილებოდა კიდევ 13 საფეხბურთო კლუბი (7 - უმაღლესი ლიგიდან, 6 - პირველი ლიგიდან).



სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტმა 2009-10 წლების სეზონის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ლიცენზია მიანიჭა საფეხბურთო კლუბებს: 1.”სიონი” (ბოლნისი) - უმაღლესი ლიგა; 2.”მგლები” (ზუგდიდი) - ულ; 3.”ლოკომოტივი” (თბილისი) - ულ; 4.”გაგრა” (გაგრა) - ულ; 5.”სპარტაკი” (ცხინვალი) - ულ; 6.”ბაია” (ზუგდიდი) – პირველი ლიგა/დასავლეთი; 7.”მერანი” (მარტვილი) - პირველი ლიგა/დასავლეთი.



სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის მიერ 2009-10 წლების სეზონის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ლიცენზიაზე უარი ეთქვა საფეხბურთო კლუბებს: 1.”მესხეთი” (ახალციხე) - ულ; 2.”ბორჯომი” (ბორჯომი) - ულ; 3.”ამერი” (თბილისი) - პირველი ლიგა/აღმოსავლეთი; 4.”სამტრედია” (სამტრედია) - პირველი ლიგა/აღმოსავლეთი; 5.”დინამო” (ბათუმი) - პირველი ლიგა/დასავლეთი; 6.”ტორპედო 2008” (ქუთაისი) - პირველი ლიგა/დასავლეთი.