სიახლეები

C ლიცენზიის მსურველთა საყურადღებოდ!

გაუზიარე

მწვრთნელთა C  ლიცენზიის აღების მსურველებს ვაცნობებთ, რომ განახლდა საბუთების მიღება ლიცენზირების კურსის გასავლელად.      

შეახსენებთ, რომ საბუთები მიიღება  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის განყოფილებაში.  საჭირო დოკუმენტებია:

1) პირადი განცხადება

2) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ

3) ცნობა პოლიციიდან ნასამართლეობის შესახებ

4) ცნობა ნარკოლოგიურიდან

5) პირადობის მოწმობის ქსეროასლი

6) 400 ლარი

7) საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი და ..)

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სფფის მწვრთნელთა ლიცენზირების  მენეჯერს ეკა ნადირაშვილს.

ტელ: 551 990910; 2912670