სიახლეები

საფეხბურთო სკოლების ლიცენზირება იწყება

გაუზიარე

 ბავშვთა ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის აღსაკვეთათ საქართველოს ფეხურთის ფედერაცია საფეხბურთო სკოლების ლიცენზირებას იწყებს. ლიცენზირების პირველი ეტაპი საფეხბურთო სკოლების ადგილზე ინსპექტირებას ითვალისწინებს. შემოწმდება და ლიცენზირების პროცესს გაივლის საქართველოსში ამჟამად რეგისტრირებული 130–ვე  საფეხბურთო სკოლა.

ფეხბურთის ფედერაციაში შექმნილია სკოლების ინსპექტირებისა და ლიცენზირების ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

1.      ბაქარ ჟორდანია (სფფ–ს საკლუბო ლიცენზირების განყოფილების უფროსი)

2.      გაიოზ დარსაძე (მწვრთნელთა განათლების განყოფილების უფროსი)

3.      ირაკლი ოქროშიძე (ბავშვთა ფეხბურთის განყოფილების უფროსი)

4.      კესო ჩხიკვაძე (სფფ–ს იურისტი)

5.      აკაკი ლოდია (სფფ–ს პრეზიდენტის მრჩეველი საფინანსო საკითხებში)

აღნიშნული ჯგუფი საფეხბურთო სკოლების ინსპექტირების შედეგებს წლის ბოლოსთვის დადებს, სწორედ ამ შედეგებზეა დამოკიდებული სკოლების შემდგომი რანგირება, საფეხბურთო სკოლებს მიენიჭებათ შესაბამისი კატეგორია.

სფფ–ს პრესსამსახური