სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია SGS-ის ვიზიტი სა

გაუზიარე

21-23 სექტემბერს, უეფას დავალებით სფფ-ს სტუმრობდა დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა SGS-ის წარმომადგენელი, ბ-ნი ალექსანდრე ანდრეიჩენკო. ვიზიტის მიზანი იყო ლიცენზირების სისტემის მუშაობის აუდიტი.



ორდღიანი შემოწმების შედეგად გამოტანილი ოფიციალური დასკვნა, რომელიც გაიგზავნა SGS-ის ცენტრალურ ოფისსა და უეფაში, ძალზედ დადებითია.



"ლიცენზირების ორგანოების მუშაობაში არაა გამოვლენილი რაიმე დარღვევა. სისტემა მუშაობს გამართულად. ყველა პროცესი კარგად ხორციელდება. სფფ-ს ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს ლიცენზირების სისტემის მუდმივ განვითარებას საკლუბო ლიცენზირების სტანდარტის შესაბამისად. დადებითად შეფასდა სფფ-სა და სახელმწიფო ორგანოების ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხში და, კერძოდ, ლიცენზირებასთან დაკავშირებულ საკითხებში,” – აღნიშნულია დასკვნაში.