სიახლეები

მიხეილ მესხის (უმცროსის) ხსოვნის ტურნირი „ბასაზე“

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

გასულ კვირას, სფფ–ის ტექნიკურმა ცენტრმა „ბასამ“ ბავშვთა შორის ოთხთა ტურნირს უმასპინძლა. ტურნირი უმცროსი მიხეილ მესხის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყო.

ტურნირში მონაწილეობას 1999 წელს დაბადებულ ბავშვთა ოთხი გუნდი იღებდა: „ავაზა“, „მერანი“, „სულაქველიძის აკადემია“ და „ოლიმპიკი“.

ტურნირის გამარჯვებული ავაზა“ გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში ანგარიშით 2:1 სძლია „სულაქველიძის აკადემიას“. მესამე ადგილზე „მერანი“ გავიდა, მეოთხეზე – „ოლიმპიკი“. გამარჯვებულ გუნდსა და პრიზიორებს სფფ–სგან სამახსოვრო თასები გადაეცათ. ასევე, დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელებიც, რომლებსაც, ასევე, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საუკეთესო მეკარე გახდა ჯემალ კვირიკაშვილი („მერანი“)

საუკეთესო მცველი – ლევან კუპრაძე („ავაზა“)

საუკეთესო ნახევარმცველი – მიხეილ ერგემლიძე („ოლიმპიკი“)

საუკეთესო თავდამსხმელი – ზურაბ მუსელიანი („სულაქველიძის აკადემია“)

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად და ბომბარდირად „ავაზას“ მოთამაშე – ალეკო შეყილაძე დაასახელეს.

სფფ–ის პრესსამსახური