სიახლეები

გივი ჩოხელის, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის და ვ

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

6-16 ივნისს, თბილისში, სტადიონ ”შევარდენზე” გაიმართა საქართველოს ჭაბუკთა პირველობის გამარჯვებულთა და ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონთა მატჩები გივი ჩოხელის, სლავა მეტრეველის და ვიტალის დარასელიას სახელობის სუპერთასების მოსაპოვებლად. 18 ივნისს გათამაშდება მიხეილ მესხის სახელობის სუპერთასი.

 

მატჩები ჩატარდა უმაღლეს დონეზე და მათი მსვლელობისას დაცული იყო უსაფრთხოების ზომები - მობილიზებული გახლდათ პოლიცია და სამედიცინო პერსონალი. თითოეული თამაშის წინ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

 

1990 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა მატჩი გაიმართა 6 ივნისს. ფინალურ შეხვედრაში თბილისის ”ოლიმპიკი” და ქუთაისის ”კოლხეთი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი თბილისელმა მოთამაშეებმა მოიგეს 1:0. მესამე ადგილისთვის მატჩში ქუთაისის ”მემორიალმა” თბილისის ”ნორჩი დინამოელი” პენალტების სერიაში 5:3 დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა.

 

1989 წელს დაბადებულ ჭაბუკთა ფინალური მატჩი 7 ივნისს შედგა. თბილისის 35-ე სკოლის გუნდმა ქუთაისის ”შევარდენს” 4:0 სძლია. მესამე ადგილი თბილისის ”მთვარის გლობუსმა” დაიკავა, რომელმაც 2:1 დაამარცხა ხელვაჩაურის ”კახაბერი”.

 

1991 წელს დაბადებულ მოზარდთა გადამწყვეტი შეხვედრა 8 ივნისს გაიმართა. თბილისის ”ნორჩი დინამოელის” აღსაზრდელებმა 3:0 დაამარცხეს ქობულეთის ”შუქურა”. მესამე ადგილი თბილისის ო რ ს-ს გუნდმა დაიკავა, რომელმაც 2:0 სძლია ქუთაისის ”დინამოს”.

 

1988 წელს დაბადებულთა ფინალი 9 ივნისს შედგა. გადამწყვეტ მატჩში თბილისის ”ოლიმპიკმა” ქუთაისის ”ტორპედო” 4:2 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის მატჩი თბილისის თს აკადემიასა და ხობის ”კოლხეთს” შორის ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში უფრო ზუსტნი ხობელი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ - 5:4.

 

14 ივნისს შედგა მატჩი სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასზე 1990 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონმა თბილისის ”დინამომ” დიდი ანგარიშით - 5:0 დაამარცა საქართველოს ჩემპიონი თბილისის ”ოლიმპიკი”.

 

15 ივნისს გათამაშდა გივი ჩოხელის სახელობის სუპერთასი 1988 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის. საქართველოს ჩემპიონმა თბილისის ”ოლიმპიკმა” ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონ თბილისის ”დინამოს” 4:2 სძლია.

 

16 ივნისს ვიტალი დარასელიას სახელობის სუპერთასი 1991 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის გათამაშდა. საქართველოს ჩემპიონმა თბილისის ”ნორჩი დინამოელის” გუნდმა ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონ თბილისის ”თბილისს” 3:1 სძლია.

 

18 ივნისს გათამაშდება მიხეილ მესხის სახელობის სუპერთასი 1989 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის - საქართველოს ჩემპიონი თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდი ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონ თბილისის ”დინამოს” დაუპირისპირდება.

 

აქვე გაცნობებთ, რომ წლეულს ჩატარდა ფეხბურთელთა სრული პასპორტიზაცია, ხოლო გივი ჩოხელის, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის და ვიტალი დარასელიას სახელობის სუპერთასების გათამაშება ჩატარდა ახალი სისტემით: შესაბამის ასაკში საქართველოს ჩემპიონი შეხვდა ჭაბუკთა ლიგის გამარჯვებულ გუნდს.

 

იანვარში საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ინსპექტირება.

 

წლის დასაწყისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებსა და ქალაქებში, საქართველოს ნაკრებისთვის კანდიდატების შესარჩევი თამაშები ჩატარდა 1990 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის. საუკეთესო მოთამაშეებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრებების ტექნიკურ ცენტრ ”ბასაში” მოეწყო საწვრთნელი შეკრებები.

 

დღესდღეობით მიმდინარეობს საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრთა შესარჩევი ეტაპი, რომელსაც ხელმძღვანელობს ნაკრების თავკაცი, გერმანელი სპეციალისტი ჰერბერტ ცანკერი.

 

ამის შემდეგ დადგინდება იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, რომელიც ოქტომბერში თბილისში გაიმართება.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ბავშვთა საფეხბურთო კლუბებზე გადანაწილდა 3.000 ბურთი.

 

2005-06 წლების ჭაბუკთა ჩემპიონატის მსვლელობისას აიკრძალა მსაჯებისთვის ანაზღაურების ხელზე გაცემა.