სიახლეები

მწვრთნელთა C კატეგორიის ლიცენზირება იწყება

გაუზიარე

C კატეგორიის ლიცენზიების მსურველ მწვრთნელთა საყურადღებოდ!

მწვრთნელთა C ლიცენზიის აღების მსურველებს ვაცნობებთ, რომ განახლდა საბუთების მიღება ლიცენზირების კურსის გასავლელად. შეგახსენებთ, რომ საბუთები მიიღება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის განყოფილებაში. საჭირო დოკუმენტებია:

1) პირადი განცხადება

2) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ

3) ცნობა პოლიციიდან ნასამართლეობის შესახებ

4) ცნობა ნარკოლოგიურიდან

5) პირადობის მოწმობის ქსეროასლი

6) 400 ლარი

7) საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.)

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სფფ-ის მწვრთნელთა ლიცენზირების მენეჯერს - ეკა ნადირაშვილს.

ტელ: 551 990910

           2912670

სფფ-ის პრესსამსახური