სიახლეები

B კატეგორიის ლიცენზირება „ბასაზე“

გაუზიარე

რამდენიმე დღეა, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ დაიწყო სფფ-ის მწვრთნელთა განათლების მუდმივმოქმედი კურსები, რომელიც უეფას ეგიდით ტარდება და მას გაიოზ დარსაძე ხელმძღვანელობს.

კურსები 5 კვირას გასტანს და ამის შემდეგ, ქართველ მწვრთნელთა რიგებს კიდევ 25 B კატეგორიის მქონე სპეციალისტი შეემატება.

სფფ-ის თხოვნით, კურსებზე სემინარების ჩასატარებლად ჩამოვიდა ჟაკ დევიმი - კოტ დ’ივუარის ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი. 1998 წელს, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, ბატონი დევიმი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. შემდეგ, ფიზმომზადების მწვრთნელად მუშაობდა

„მარსელსა“ და „მონაკოში“. არის უეფას მოქმედი ინსტრუქტორი.

სემინარების ძირითად ნაწილს კი, ქართველი ინსტრუქტორები წაიკითხავენ. იქნება როგორც თეორიული, ისე - პრაქტიკული მეცადინეობებიც.

სფფ-ის პრესსამსახური