სიახლეები

ქართველი მწვრთნელები უეფას ეგიდით ჰოლანდიაში გამარ

გაუზიარე

 7–11 ნოემბერს, ჰოლანდიის ქალაქ ცეისტში, ლიცენზირებულ მწვრთნელთათვის  უეფას მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარგზავნილმა 11 კაციანმა დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა.

სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში, მათივე სასწავლო განყოფილების წარმომადგენელთა ხელმძღვანელობით. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მწვრთნელების გარდა, სემინარს ბულგარელი და რუსი მწვრთნელების ესქრებოდნენ.  სასწავლო პროგრამა ოთხ დღეზე იყო გათვლილი, რომელიც თეორიული  გარდა, პრაქტიკულ მეცადინეობებისაც მოიცავდა.

ქართველ მწვრთნელებს შესაძლებლობა მიეცათ ჰოლანდიის ერედივიზიაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „უტრეხტისა“ და პირველლიგელი „ვოლენდამის“ საწვრთნელის ბაზების დათვალიერებისა.  გარდა დათვალიერებისა აღნიშნულ ბაზებზე ჩვენს მწვრთნელებს ჩაუტარდათ პრაქტიკული მეცადინეობებიც.

სემინარის ძირითად თემატიკას მწვრთნელის  პროფესიული თვისებების გამომუშავება წარმოადგენდა, კერძოდ – თუ როგორ გაწვრთნან გუნდი, რა ასპექტებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მწვრთნელებმა ვარჯიშისას და რა ტენდენციები არის თანამედროვე ფეხბურთში.

სასწავლო სემინარზე დამსწრე დელეგაციებმა თავის მხრივ წარადგინეს მათ ქვეყანაში არსებული მწვრთნელთა განვითარების სისტემები.

ვიზიტის ფარგლებში მოხდა ქართველი წვრთნელებისათვის ლიცენზიების მოქმედების ვადის 3 წლით გახანგრძლივება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას უეფასთან მწვრთნელთა განათლების საკითხებთან დაკავშირებით და მაქსიმალურად მოახდენს ქართველი მწვრთნელების მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო დონის საგანამანათლებლო სემინარებში მათ ჩართვას.

სფფ–ის პრესსამსახური