ორშაბათს, 15 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას ფუტსალის თასის გათამაშების ბილეთების გაყიდვას დაიწყებს. ბილეთები ვაკეში, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. 23 აპრილიდან კი, მსურველებს შეეძლებათ სპორტის სასახლის სალაროებშიც შეიძინონ.
დღიური ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია. ანუ გულშემატკივარი შეძლებს სასურველი ფასის ერთი ბილეთით სათამაშო დღის ორ თამაშს დაესწროს.
აქვე, შეგახსენებთ ტურნირის განრიგს:
26 აპრილი
იბერია სტარი - დინამო მოსკოვი (დასაწყისი 18:00 საათზე)
ქაირათი - ბარსელონა (დასაწყისი 20:30 წუთზე)
28 აპრილი
მატჩი მესამე ადგილისთვის (დასაწყისი 18:00 საათზე)
ფინალი (დასაწყისი 20:30 წუთზე)
სფფ-ის პრესსამსახური